ახალი ამბები
სოხუმი მზადაა გალის შეხვედრები განაახლოს, მხოლოდ გიგა ოთხოზორიას საკითხის გარეშე
სოხუმის განცხადებით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სია ნეგატიურად აისახება გალის შეხვედრებზე. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი მზად არიან გაანახლონ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი თან არ დაერთვება გალის შეხვედრების დღის წესრიგს.

„შეხვედრის ყველა მონაწილემ გამოთქვა მოსაზრება, ამ ფორმატის განახლების აუცილებლობაზე საუბრისას, რომ ეს შეხვედრები ეფექტური და საჭიროა“, - განმარტებულია გავრცელებულ განცხადებაში.

ჟენევის მოლაპარაკებების 45-ე რაუნდზე ინფორმაცია თბილისმაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი მოუწოდებენ რუსეთს და დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლებს, დაუბრუნდნენ სამუშაო რეჟიმს.

უფრო ადრე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ განაცხადა, რომ შანტაჟის ენით საუბარი კარგს არაფერს მოუტანს ფორმატებს.

გალის შეხვედრა 27 ივნისს ჩაიშალ და მას შემდეგ არ გამართულა. ის აფხაზმა და რუსმა მონაწილეებმა დატოვეს. მანამდე განაცხადეს, რომ თუ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს განსახილველი საკითხების ნუსხიდან არ ამოიღებდნენ, მოლაპარაკების მაგიდას დატოვებდნენ. რამდენიმე დღის წინ ჩაიშალა შეხვედრა ერგნეთშიც. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოსურმა მხარემ მოითხოვა დღის წესრიგიდან ამოეღოთ დავით ბაშარულის და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხი.

რუსეთმა კი საქართველო დაადანაშაულა ამ შეხვედრების პოლიტიზებაში.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






რა როლი აქვს ჟურნალისტს კონფლიქტის დარეგულირების პროცესში,
20:35 / 15.12.2018
რა როლი აქვს ჟურნალისტს კონფლიქტის დარეგულირების პროცესში,






ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა სესილი ჭითანავამ ნარკოლოგიური
ექსპერტიზის
12:12 / 15.12.2018
ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა სესილი ჭითანავამ ნარკოლოგიური ექსპერტიზის






საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილებმა
კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა
22:00 / 14.12.2018
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილებმა კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა






თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ზუგდიდის
21:23 / 14.12.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ზუგდიდის
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
ზუგდიდელ დემეტრე ლიპარტიას ცოტა ხნის წინ აგრარულ მეცნიერებათა
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.