ახალი ამბები
სამინისტრო: ზუგდიდელ მოსწავლეებს ტრანსპორტს მერია გამოუყოფს
მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის ტრანსპორტის გამოყოფის მოთხოვნაზე განათლების სამინისტრო ინფორმირებულია. სამინისტროში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ პრობლემის მოგვარებაზე ზუგდიდის მერია მუშაობს. ჩვენი კითხვის პასუხად, თუკი ადგილობრივი ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ამ ყველაფერს, რას მოიმოქმედებს სამინისტრო, განმარტეს, რომ საკითხი სავარაუდოდ დადებითად გადაწყდება.

მშობლებმა შესაბამისი თხოვნით უკვე მიმართეს თვითმმართველობას. განცხადებას ხელს 32 მათგანი აწერს. ისინი ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც მოზარდები დროებით მესამე საჯარო სკოლაში გადავიდნენ, შორი გზის გავლა უწევთ, რაც დამატებით ხარჯებს მოითხოვს.

მუნიციპალური ტრანსპორტის გამოყოფის მოთხოვნით მერიას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და დეპუტატმაც მიმართა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მუშაობენ და საკითხი სავარაუდოდ მომავალ კვირაში გადაწყდება.

ზუგდიდის ხუთი სკოლა აპრილის ბოლოდან სხვა შენობებში აგრძელებს ფუნქციონირებას. მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს პროექტის ფარგლებში დაიგეგმა. სამუშაოები გულისხობს სკოლების შენობების სრულ აღდგენას.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






გამოძიება ენმ-ის განცხადების საფუძველზე, რომელიც გულუას პარკის
„თაუნ პარკისთვის“
12:47 / 18.10.2018
გამოძიება ენმ-ის განცხადების საფუძველზე, რომელიც გულუას პარკის „თაუნ პარკისთვის“






ზუგდიდში 19 ოჯახს „ერთი თბილი ოთახის“ ფარგლებში ფართს
გაურემონტებენ.
12:03 / 18.10.2018
ზუგდიდში 19 ოჯახს „ერთი თბილი ოთახის“ ფარგლებში ფართს გაურემონტებენ.






ბზის ალურით დაზიანებული კოლხური ბზის კორომების შეწამვლის მესამე
ეტაპი დასრულდა.
11:57 / 18.10.2018
ბზის ალურით დაზიანებული კოლხური ბზის კორომების შეწამვლის მესამე ეტაპი დასრულდა.






რუსეთი კალინინგრადის ოლქში ახორციელებს ოთხი სამხედრო ობიექტის
11:36 / 18.10.2018
რუსეთი კალინინგრადის ოლქში ახორციელებს ოთხი სამხედრო ობიექტის
ლაივპრესის სტუდია
გადაცემაში „დისკუსია ლაივპრესში“ ზუგდიდში პარკირების გაუმართავ სისტემაზე ვისაუბრეთ.
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.