ახალი ამბები
დავით უსუფაშვილი ზუგდიდში: „ოცნება“ გასაშვებია, „ნაციონალური მოძრაობა“ არმოსაშვები [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ზუგდიდში მხარდამჭერებს და პარტიის წევრებს შეხვდა. დავით უსუფაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ის პრიორიტეტები, რომელთა განხორცილებაზეც გამარჯვების შემთხვევაში იზრუნებს. მისი თქმით, მთავარი გზავნილი, რაც მოსახლეობის მიმართ აქვს, არის შემდეგი - ქვეყანაში სახელმწიფობანას თამაში უნდა დასრულდეს, „ოცნება“ გასაშვებია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი არმოსაშვები. ამიტომ, უსუფაშვილი ამბობს, არჩევანი ხალხმა „არმოსაშვებს და გასაშვებს“ შორის კი არ უნდა გააკეთოს, არამედ იმ წამყვან ლიდერებსა და პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებსაც რეალური ცვლილებების გატარება შეუძლიათ.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ახალმა ხელისუფლებამ ძველის „რეკორდები მოხსნა“, შედეგად კი ქვეყანა ინგრევა, საზოგადოებები იხლიჩება, რაც უნდა დასრულდეს. მან შეხვედრაზე მოიტანა ბანერი, სადაც ქვეყნის მთავარსარდლის კონსტიტუციით გაწერილი უფლება-მოვალეობებია ჩამოწერილი. დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი სახელმწიფოს, ყველას მეთაურია, მხოლოდ არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც.

„მკაფიო სიგნალებს ვიღებთ მოსახლეობისგან, რომ დავიღალეთ ამ გაუთავებელი მტრობით და ქიშპობით. ჩემი სლოგანია „მეტი შეგვიძლია“. უკუღმართმა პოლიტიკურმა სისტემამ საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ მეტი აღარ შეგვიძლია. სინამდვილეში ინდივიდუალურად მეტი შეგვიძლია, რეგიონებსაც მეტი შეუძლიათ და ქვეყანას მეტი შეუძლია. ერთად ყოფნით მეტი შეგვიძლია, უკეთესი ქვეყნის აშენება“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ამისთვის საჭიროა მომავალი პრეზიდენტი იყოს ქვეყნის, საზოგადოებების გამაერთიანებელი, რომელმაც პარარელურად, სახელმწიფოში თავისუფალი, სამართლიანი, პოლიტიკური კონკურენციის უზრუნველყოფა უნდა შეძლოს.

უსუფაშვილის განმარტებით, პრეზიდენტობის სხვა კანდიდატები ტყუილი დაპირებებით ცდილობენ ფონს გასვლას, თავად კი ამომრჩევლის მოტყუებას არ გეგმავს. ამბობს, რომ ჯანსაღ გარემოში სახელმწიფოს არა „ბიძინები და მიშები“ უნდა მართავდნენ, არამედ ქვეყანა კონსტიტუციით უნდა იმართებოდეს.

მანვე აღნიშნა, რომ აუცილებელია ადამიანების სახელისუფლო წნეხისგან გათავისუფლება, რაც მათ დღემდე არ აძლევთ საშუალებას, თამამად გამოხატონ საკუთარი პოზიცია სხვადასხვა საკითხზე, სამსახურის დაკარგვის შიშით.

თავის მხრივ, პარტიის მხარდამჭერებმა და წევრებმა აღნიშნეს, რომ სწორედ დავით უსუფაშვილია ის პოლიტიკოსი, რომელიც რეალურად შეუწყობს ხელს სახელმწიფოს მშენებლობას და უკეთესი მომავლის შექმნას, სადაც ადამიანის გამოხატვის თავისუფლება იქნება მეტად დაცული.

პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეები 28 ოქტომბერს აირჩევენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






სალომე ზურაბიშვილი რომ კულტურული მემკვიდრეობის გარანტი იქნება,
13:28 / 18.10.2018
სალომე ზურაბიშვილი რომ კულტურული მემკვიდრეობის გარანტი იქნება,






ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში უძველესი და იშვიათი სახეობის მცენარე
ატლასის კედარი ხარობს,
13:21 / 18.10.2018
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში უძველესი და იშვიათი სახეობის მცენარე ატლასის კედარი ხარობს,






სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში
მეორე სახელმწიფო ენის,
13:05 / 18.10.2018
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მეორე სახელმწიფო ენის,






გამოძიება ენმ-ის განცხადების საფუძველზე, რომელიც გულუას პარკის
„თაუნ პარკისთვის“
12:47 / 18.10.2018
გამოძიება ენმ-ის განცხადების საფუძველზე, რომელიც გულუას პარკის „თაუნ პარკისთვის“
ლაივპრესის სტუდია
გადაცემაში „დისკუსია ლაივპრესში“ ზუგდიდში პარკირების გაუმართავ სისტემაზე ვისაუბრეთ.
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.