ახალი ამბები
პრეზიდენტობის კანდიდატი: უნდა მოხდეს სასწაული, რომ გამარჯვებული პირველმა ტურმა გამოავლინოს
გაიმარჯვებს თუ არა პირველ ტურში ვინმე? უნდა მოხდეს სასწაული, ან შედეგების სერიოზული დამახინჯება, რომ ჩვენ ეს მივიღოთ. განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე. დავით უსუფაშვილის თქმით, ეს ის სურათია, რომელსაც ყველა ხედავს, მიუხედავად კვლევებისა, სადაც ცხადია დამკვეთის ინტერესებია ასახული. მანვე აღნიშნა, რომ ამ არჩევნების შედეგი ყველაზე ძნელად პროგნოზირებადია, ვიდრე პრეზიდენტობის რომელიმე წინა არჩევნებზე. უსუფაშვილი ამბობს, რომ საკუთარი ამომრჩევლების ზრდის ტემპით ის ძალიან კმაყოფილია.

„დაახლოებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მე მაქვს ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპი, არა ყველაზე მაღალი შედეგი ამ წუთის მონაცემებით, არამედ ზრდის ტემპი. ბევრს აქვს კლების ტემპი, ბევრს კიდევ შენარჩუნების პრობლემა. დარჩენილ დროში ჩვენ თუ შევინარჩუნეთ ზრდის ეს ტემპი, მე მაქვს საკმაოდ სერიოზული განაცხადი იმისთვის, რომ მეორე ტურში ბრძოლას შევძლებთ რომელიმე სხვა კანდიდატთან“, - განმარტა დავით უსუფაშვილმა.

პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.