კავკასიონის მწვერვალს ჟიული შარტავას სახელი მიენიჭება
მანამდე, 27 ივნისს ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციას შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისათვის ჟიული შარტავას სახელის მინიჭებას ითვალისწინებს.
ეროვნული ალპინიადა 21 სექტემბერს დაიწყო და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციამ, თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლამ - პარტნიორობის მომზადების და განათლების ცენტრმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა.
დასკვნითი ღონისძიების გამართვა ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება, სადაც კავკასიონის მწვერვალს ოფიციალურად მიენიჭება ჟიული შარტავას სახელი.