ახალი ამბები
მერიის თანამშრომელი ზურაბიშვილის ვიდეოზე: ერთი სული მქონდა გამეზიარებინა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა ფეისბუკზე დამოუკიდებელი და პარტია "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სარეკლამო ვიდეორგოლი გააზიარა. ააიპ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ თანამშრომელმა თემურ კიკალეიშვილმა სააგიტაციო ვიდეოს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სლოგანი ჰეშთეგით - „ერთად საქართველოსთვის“ დაურთო და დღეს 13:15 საათზე გამოაქვეყნა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ ფაქტით საოლქო საარჩევნო კომისია უნდა დაინტერესდეს. ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის, არჩილ თოდუას შეფასებით, სამუშაო საათებში სოციალური ქსელის მეშვეობით რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის სააგიტაციო მასალის გავრცელება არის კანონდარღვევა.

„საარჩევნო კომისიამ უნდა შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი. ასევე, იმყოფებოდა თუ არა ეს პირი შვებულებაში. თუმცა საარჩევნო კომისიას სამუშაო საათებში მოხელის მიერ სოციალურ ქსელში სააგიტაციო მასალის გავრცელება დარღვევად მაშინ მიაჩნია, როდესაც იგი იყენებს სამსახურის კომპიუტერს, ტელეფონს ან ინტერნეტს, რასაც ჩვენი ორგანიზაცია არ ეთანხმება“, - განაცხადა არჩილ თოდუამ.

თემურ კიკალეიშვილი ირწმუნება, რომ ვიდეორგოლი შესვენებისას გამოაქვეყნა და კანონი არ დაურღვევია.

„ეს ვიდეო დაიდო დილით. ერთი სული მქონდა გამეზიარებინა, მაგრამ დაველოდე შესვენებას. ვიდეო გაზიარებული მაქვს ზუსტად ორის თხუთმეტ წუთზე. არ დამირღვევია კანონი“, - უთხრა მან "ლაივპრესს".

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას უფრო ადრე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მიმართა საჩივრით, სოციალურ ქსელში სამუშაო დროს მერის წარმომადგენლის მიერ სააგიტაციო მასალის გამოქვეყნებაზე. კომისიამ ეს ფაქტი დარღვევად არ ცნო, რადგან „ინფორმაციის გაზიარება მოხდა პირად საკუთრებაში არსებული მობილური ტელეფონით და არა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული რომელიმე სხვა ტექნიკური საშუალებით“.

იგივე არგუმენტით დაასაბუთა კომისიამ მერის მოვალეობის შემსრულებლის წინააღმდეგ შეტანილი „სამართლიანი არჩევნების“ საჩივარიც. არასამთავრობო ორგანიზაცია საჩივარში წერდა, რომ მაიზერ ნანავამ სამუშაო საათებში გამოაქვეყნა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი სტატუსი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა
13:39 / 29.11.2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა
ბოლო 2 დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში
13:26 / 29.11.2020
ბოლო 2 დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში
13:04 / 29.11.2020
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით 3 მამაკაცი გარდაიცვალა.
11:53 / 29.11.2020
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით 3 მამაკაცი გარდაიცვალა.
ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ბიზნესი
კორონავირუსის პანდემიამ არაერთი ბიზნესი, მათ შორის რესტორნებიც დააზარალა.
ბებია-ბაბუა, რომლებმაც კოვიდი დაამარცხეს [ვიდეო]
კორონავირუსი დაამარცხა 86 წლის ლევან ქავთარაძემ
ფისო და ბავშვები - ონლაინ გაკვეთილი დაწყებით კლასში [ვიდეო]
ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის გამოვლენის გამო
აქტიურები ყველა არჩევნებზე [ვიდეო]
75 წლის ზურაბ ნორაკიძე და 83 წლის ზაირა ნაჭყებია აქტიური
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.