სუსი: თაუნ პარკისთვის მიწის გადაცემის საქმეზე არაერთი პირი გამოიკითხა
კონკრეტულად ვინ გამოიკითხა, სუს-ში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ თქვა, რომ მათი განცხადებების საფუძველზე, ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ გამოძიება დაიწყო. მათ შორის საუბარი გულუას პარკის „თაუნ პარკისთვის“ გადაცემას და შესაძლო კორუფციული გარიგების გზით, რომელშიც მისი მტკიცებით, თანამდებობის პირები ფიგურიგებენ.
თავიდან საქმეზე ძიება მთავარმა პროკურატურამ დაიწყო, თუმცა შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადაეცა.