ახალი ამბები
ანაკლია-ჭურიის დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა - ხელისუფლება უარს ამბობს ახალი გზის გაყვანაზე
FaceBook Twitter
E-mail Print
სოფელ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის დაწყების შემდეგ, ანაკლია-ჭურიის დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა. ამ გზით მეთევზეებთან და მონადირეებთან ერთად ტურისტები სარგებლობდნენ კოლხეთის ეროვნული პარკის, ანაკლიის ეკვატორიაში მოსახვედრად.

მოქალაქე მერაბ ოკუჯავამ, რომელიც სათევზაოდ ჭურიაში დადის, „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ნაკრძალამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვის გამო, იძულებულია დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად უფრო გრძელი და დანგრეული გზა გაიაროს.

„ანაკლია ჭურიისგან მოწყვეტილი დარჩა. მეთევზეებს, ვინც იქ თითქმის ყოველდღე დავდივართ, 10 კილომეტრი მეტი მანძილის გავლა გვიწევს, თანაც მოხრეშილ გზაზე. იქ არის ალტერნატიული შესაძლებლობა, რომ ახალი გზა გაკეთდეს, მაგრამ გაუვალია და გასაკეთებელია“, - ამბობს მოქალაქე.

მერაბ ოკუჯავამ პრობლემის მოგვარების თხოვნით მერიას და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს მიმართა.

ზუგდიდის მერიაში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ ნავსადგურის მშენებლობის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გზის ჩაკეტვა აუცილებელი გახდა.

„აუცილებელი იყო ანაკლიაში ესართიას ქუჩის ჩაკეტვა (ე.წ. ჭურია-ანაკლიის მიმართულება). ასევე, ზემოთმოხსენიებული ესართიის ქუჩის ნაწილი მოხვდა საინვესტიციო ტერიტორიაზე და მის ადგილას მიმდინარეობს პორტის მშენებლობა“, - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

მერაბ ოკუჯავამ გუბერნატორს და მერიას, ასევე ალტერნატიული გზის გაკეთება სთხოვა და კონკრეტული მარშრუტიც შესთავაზა, რაზეც რწმუნებულის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მოქალაქის მიერ შეთავაზებულ ტერიტორიაზე გზა ვერ გაკეთდება.

„ის ტერიტორია, რომელზეც ამბობს ბატონი მერაბი, არის პრაქტიკულად დაჭაობებული ტერიტორია. შესაბამისად, იქ გზის გაყვანა შეუძლებელია“, - უთხრა „ლაივპრესს“ გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსმა ლიკა ქვარცხავამ.

შეკითხვაზე, ვისი ვალდებულებაა ახალი გზის გაყვანა, რომელიც კომფორტული გადაადგილების საშუალება იქნება მოქალაქეებისთვის, - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ აცხადებენ, რომ ანაკლიაში პორტთან დამაკავშირებელი საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაა, თუმცა მშნებლობის დაწყებამდე ახალი გზის გაყვანა არც განიხილებოდა, რადგან უკვე არსებობს ერგეტა-ცვანე-ანაკლიის მიმართულების გზა.

„ამ გზის ჩაკეტვის შესახებ, წინასწარ არაერთი შეხვედრა ჩატარდა მოსახლეობასთან ინფორმირების მიზნით. შეხვედრებზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით ასევე განვიხილეთ, რომ ფუნქციონირებას განაგრძობს ერგეტა-ცვანე-ანაკლიის მიმართულების გზა, რომელიც მოსახლეობას შეუძლია გამოიყენოს ესართიას ქუჩის გაუქმებული ნაწილის სანაცვლოდ. უკვე არსებობს მარშრუტი, რომელიც ესართიას გზის ჩაკეტვის შემდეგ ფუნქციონირებს“, - აცხადებენ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“.

მათივე განცხადებით, კომპანიასა და მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ეს კონკრეტული საკითხი, ახალი გზის გაყვანა დღის წესრიგში არ დგას.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.