ახალი ამბები
ბაბუას ვირჩევთ თუ სალომეს - კანდიდატის მხარდამჭერთა შეხვედრა ზუგდიდში [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ზუგდიდის ოფისში პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებმა ისაუბრეს, თუ რატომ აძლევენ ისინი ხმას თავიანთ რჩეულს.

სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს შორის იყვნენ კანდიდატის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი პოეტი ლია ნაროუშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მერკურის“ ხელმძღვანელი ნანა თოდუა, პედაგოგი კოტე ჭილაია, „სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი რუსუდან პაჭკორია, თუმცა მათი განცხადებით, ისინი არიან ამომრჩევლები და არ წარმოადგენენ თავიანთ ორგანიზაციებს.

რატომ ემხრობიან მხარს სალომე ზურაბიშვილს, - ამაზე საუბრისას, გამომსვლელთა უმეტესობამ პრეზიდენტობის კანდიდატის წინაპრების, ქვეყნის წინაშე დამსახურება აღნიშნა.

რუსუდან პაჭკორიამ ჩამოთვალა რამდენიმე არგუმენტი, თუ რატომ უჭერს ის მხარს ზურაბიშვილს. მათ შორის, აღნიშნა კანდიდატის ბიოგრაფია.

„მე არ ვარ მომხრე კვოტირების. მიმაჩნია, რომ ეს არის დროებითი ღონისძიება, რომ ქალები მოვიდნენ გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში. თუმცა ჩემთვის ქალთა უფლებები ნიშნავს იმას, რომ მე ხმას მივცემ ქალბატონს, თუ ის არის ღირსეული მამაკაცებს შორის. ძალიან გთხოვთ, მითხრათ უკეთესი ბიოგრაფია, საქართველოს კონსტიტუცუაში გაწერილი პრეზიდენტის უფლებამოსილებების ჭრილში, რომელიც შეესაბამება, ან უკეთესია ქალბატონ სალომეს ბიოგრაფიაზე და მე ყურადღებით მოგისმენთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ის არის ღირსეული, ღირსეულ კანდიდატთა შორის“, - განაცხადა რუსუდან პაჭკორიამ.

შეხვედრის მონაწილე ცაბუნია ვართაგავამ დასვა რამდენიმე შეკითხვა. მათგან ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატის წინაპრების დამსახურების ხაზგასმას ეხებოდა.

„გამომსვლელების უმეტესობა საუბრობს წინაპრებზე. გავიგეთ, რომ სალომეს ჰყავდა ძალიან კარგი წინაპრები, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ვირჩევთ სალომეს ბაბუას, თუ სალომეს?, იკითხა შეხვედრის მონაწილემ.

„დიახ, ჩვენ ვირჩევთ ბაბუასაც, იმიტომ რომ ჩვენ ვირჩევთ საქართველოს წარსულს. აწმყოს ვუკავშირებთ ამ წარსულს და ეს დაკავშირებული იქნება მომავალთან. არ არსებობს აწმყო წარსულის გარეშე“, - განაცხადა ცაბუნია ვართაგავას კითხვის პასუხად რუსუდან პაჭკორიამ.

მანვე უპასუხა ცაბუნია ვართაგავას შემდეგ შეკითხვას, თუ რატომ გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა განცხადება, რომ ომი საქართველომ დაიწყო.


„ვინ დაიწყო ომი, ამასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. არავის წაუკითხავს ეს დასკვნა სრულად. იმ ადამიანებმა, ვინც ახლა სალომეს სდებენ ბრალს ამ ფრაზის წარმოთქმაში, თვითონ აწერდნენ ამას ხელს“, - განაცხადა რუსუდან პაჭკორიამ.

ცაბუნია ვართაგავამ ასევე მიმართა ლია ნაროუშვილს, ის როგორც ზვიად გამსახურდიას მომხრე, რატომ უჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ცნობილია, როგორც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის მომხრე.

„მკვდარი დინების მიმართულებით იცით ვინ მიედინება. ეს ზვიად გამსახურდიას სიტყვებია და მეტი უნდა იკითხოთ. მე არავის არ ვაპატიებ ზვიად გამსახურდიაზე და იმ ხელისუფლებაზე, რომელმაც ჩემს ქვეყანას დამოუკიდებლობის აქტის აღდგენა გაუკეთა, მაშინ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი სხვა ქვეყნის მოქალაქე იყო და ის ასეთ განცხადებებს ვერ გააკეთებდა“, - განაცხადა ლია ნაროუშვილმა.

ცაბუნია ვართაგავამ იკითხა ასევე, თუ რა განცხადებები აქვს სალომე ზურაბიშვილს გაკეთებული ქალთა უფლებების დასაცავად. მისივე თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატი არ მივიდა ქალთა მოძრაობის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, რის პასუხადაც ზურაბიშვილის მხარდამჭერებმა უთხრეს, რომ შეხვედრაზე მიუსვლელობის მიზეზი ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მისი ამომრჩევლებთან შეხვედრა იყო.

შეხვედრის დასასრულს ცაბუნია ვართაგავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვერცერთ კითხვაზე დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მიიღო.

„მისი მხარდამჭერები ცდილობდნენ გულში მჯიღის ცემით გაეცათ ჩემთვის პასუხები, რომელიც არ პასუხობდა ჩემს კითხვებს. ზუსტად ეს მიანიშნებს იმას, რომ მათ ზუსტად არ იციან, რის გამო აძლევენ ამ კონკრეტულ კანდიდატს ხმას“, - აღნიშნა მან.

რუსუდან პაჭკორიამ კი გვითხრა, რომ მან კარგად ჩამოაყალიბა არგუმენტები, რის გამოც სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს.

„მე მაქვს ჩემთვის მნიშვნელოვანი არგუმენტები, თუ რატომ უნდა მივცე კონკრეტულ კანდიდატს ხმა. ვფიქრობ, კარგად ჩამოვაყალიბე, თუმცა რამდენად დამაჯერებელი იყო ეს დამსწრე საზოგადოებისთვის, მათი გადასაწყვეტია. ჩემი არგუმენტები იყო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს შეეხებოდა ისტორიულ წარსულს და კავშირს, საქართველოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის, რომელიც არის აუცილებლად ევროპული. მე მინდა ქალი პრეზიდენტი ევროპული აქცენტით, პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით“, - განაცხადა რუსუდან პაჭკორიამ.

პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებთან შეხვედრებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ზუგდიდის ოფისი საარჩევნო მედია ცენტრის ფარგლებში მომდევნო დღეებშიც გამართავს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.