გაფიცულ მუშებს ხელფასი გადაუხადეს, თუმცა მათი ნაწილი აღარ იმუშავებს
კომპანიაში განმარტეს, რომ შეფერხების მიზეზი საქმის მწარმოებლის მხრიდან შესრულებულ სამუშაოებზე ინფორმაციის მოწოდების დაგვიანება გახდა. ამ საბაბით ის სამსახურიდანაც დაითხოვეს.
გაფიცულებმა შექმნილ პრობლემაზე მედიასთან 19 ოქტომბერს ისაუბრეს, განსხვავებით გასული თვისგან. მაშინ ჩინურ სამშენებლო კომპანიაში უარყვეს მუშების მიმართ სახელფასო დავალიანება. განმარტეს, რომ საუბარი მხოლოდ ხუთი დღით დაგვიანებას შეეხებოდა.
სკოლების რეკონსტრუქცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს პროექტის ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოებს ჩინური კომპანია „ავიკ გრეითვოლ დადი კონსტრაქშენ გროუპ კო“ ახორციელებს.