ახალი ამბები
ზუგდიდის მერიაში სახელფასო დანამატის სახით 18 ათას ლარამდე გაიცა
ზუგდიდის მერიაში სახელფასო დანამატი მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე, სულ 70 ადამიანზე გაიცა. ჯამში 17 ათას 934 ლარის ოდენობით.

„ლაივპრესის“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, სახელფასო დანამატი, თანამდებობრივი სარგოს 50%-ის ოდენობით, რაც 1000 ლარს შეადგენს, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა რუსლან კილასონიამ მიიღო, ივნისის თვეში დაწერილი მერის ბრძანების თანახმად. მიზეზად ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება სახელდება, ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით.

იგივე საბაბით, სახელფასო დანამატი, თანამდებობრივი სარგოს 50% მიიღო ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის თერთმეტმა პროფესიულმა საჯარო მოხელემ, მერის მიერ აგვისტოში დაწერილი ბრძანების შედეგად. მათზე ჯამში 6 ათას 575 ლარი.

„ზუგდიდდასუფთავებაში“ მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე, სხვადასხვა დროს, სახელფასო დანამატი მიიღო ჯამში 55-მა მუშაკმა. სულ თანხამ 7 ათას ხუთას ოცდაცხრამეტი ლარი შეადგინა. მათ შორის, გასული წლის შედეგების მიხედვით, 4 ათას 455 ლარი დასუფთავების მუშაკებზე გაიცა. ქალაქში მსხვილფეხა პირუტყვის დამჭერებზე ათას 120, ზედამხედველობის სამსახურის მუშაკებზე ათას 964 ლარი.

ამასთან, მერიისვე ინფორმაციით, „კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ ორმა თანამშრომელმა, სამსახურეობრივი მოვალეობის „სანიმუშოდ შესრულებისთვის“, დანამატი, ჯამში 2 ათას 720 ლარი მიიღო.

რაც შეეხება „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრს“, ფულადი ჯილდო ერთ თანამშრომელზე გაიცა 100 ლარის ოდენობით, დაკისრებული ფუნქციების „ზედმიწევნით და სანიმუშო შესრულებისთვის“.

საჯარო ინფორმაციის თანახმად, მერზე, მის მოადგილეებსა და სხვა თანამშრომლებზე, მათ შორის სხვა დანარჩენ არასამეწარმეო იურიდიულ პირებზე პრემია-დანამატი არ გაცემულა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის გამო,
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო
19:56 / 18.12.2018
ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო






ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა
ოფისში ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს.
17:29 / 18.12.2018
ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ოფისში ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს.






ზუგდიდში ყინულის მოედნის სხვა ადგილას გადატანის შესახებ საჯარო
დისკუსიები გაიმართება,
16:50 / 18.12.2018
ზუგდიდში ყინულის მოედნის სხვა ადგილას გადატანის შესახებ საჯარო დისკუსიები გაიმართება,






თბილისის საქალაქო სასამართლომ რობაქიძის საქმეზე ხუთი პირი
დამნაშავედ სცნო.
15:43 / 18.12.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ რობაქიძის საქმეზე ხუთი პირი დამნაშავედ სცნო.
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.