ახალი ამბები
კვლევა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები უფრო ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი, ვიდრე კაცები [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებში ძალადობა უფრო მეტია ვიდრე მამაკაცებში, ისინი ძალადობის მსხვერპლი არიან, როგორც საკუთარ სახლებში, ისე სახლს გარეთ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონები და ქალები ძალადობის შემთვევაში ხშირად დაუცველი არიან, ვერ ახერხებენ დროულად მიმართონ პოლიციას, - ასეთი შედეგი აჩვენა ახალმა კვლევამ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგონათა და ქალთა მიმართ ძალადობის ძირითადი ასპექტები“. მისი პრეზენტაცია ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. ჩამოთვლილი პრობლემები მხოლოდ მცირე ნაწილია კვლევისა, რომელიც ბროშურის სახით ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად გამოიცა.

კვლევა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომლის განმახორციელებელი ორგანიზაციაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ასოციაცია „დეა“.

„გენდერული სტერეოტიპი ძლიერ გამოხატულია ოჯახებში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვაჟებს უპირატესობა ენიჭებათ მათი ცხოვრებისეული მომავლის განსაზღვრის თვალსაზრისით. მიჩნეულია, რომ ვაჟების მიერ განათლების მიღების, ოჯახის შექმნისა და სამუშაოს პოვნის შესაძლებლობა შედარებით უფრო რეალურია ვიდრე გოგონებისა. მშობლები უფრო მოტივირებული არიან მეტად დაეხმარონ ვაჟებს ვიდრე გოგონებს“, - ნათქვამია კვლევაში.

„დეას“ აღმასრულებელი დირექტორის მადონა ხარებავას განცხადებით, ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონებისა და ქალების მიმართ ძალადობის მიჩქმალვა, რადგან ოჯახის წევრები ხშირად თავად არიან ინიციატორები ძალადობის ფაქტების არ გახმაურების. ეს კი თავისმხრივ ამ მიმართულებით მუშაობას ართულებს. ამ მიზეზით არ არსებობს სტატისტიკა მსხვერპლთა და დაზარალებულთა შესახებ.

კვლევის შინაარს დაეთანხმნენ შეხვედრის მონაწილეები. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის წარმომადგენლების მიერ მოყვანილმა მხოლოდ ორმა მაგალითმა დაადასტურა ის ფაქტიც, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ძალადობის მსხვერპლი პირების საქმეები გაცილებით ნაკლებია ვიდრე არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემთხვევაში. გარდა ამისა გამოიკვეთა ამ მიმართულებით მომუშავე პროფესიონალების სიმწირეც. მაგალითისთვის შეხვედრის მონაწილეებმა დაასახელეს ფსიქოლოგები, რომლებიც დაეხმარებოდნენ მათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობაში, ჩვენების მიცემისას ან სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას.

თავად პროექტში ჩართული ორგანიზაცია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის ჯემალ ჭკადუას განცხადებით, პროექტის ფარგლებში მათ არაერთ მოქალაქეს გაუწიეს სამართლებრივი დახმარება, თუმცა მათ შორის არცერთი არ იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე.

იურისტის განმარტებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არ არიან ძალადობის მსხვერპლი, მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა მათი არაინფორმირებულობა.

კვლევის ფარგლებში პრობლემების გამოკვეთის პარალელურად, მომზადდა რეკომენდაციები. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ხელმისაწვდომი გარემო, უნდა შეიქმნას სამართლებრივი ადვოკატირების სისტემა, მომზადდეს კვალიფიციური კადრები, გაცილებით მოქნილი და ხელმისწავდომი გახდეს განათლება, ამაზე ზრუნვა კი დაიწყოს, ჯერ კიდევ სააღმზრდელო დაწესებულებებიდან. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მედია საკმარის დროს არ უთმობს ან ზედაპირულად აშუქებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებს, რაც ასევე გამოსასწორებელია.

კვლევის პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის, საგანმანათლებლო დაწესებულებების და სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენლები.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






მერია საკრებულოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის
პროექტს ხვალ,
18:01 / 13.11.2018
მერია საკრებულოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს ხვალ,






ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი
ღურწკაიამ „ლაივპრესს“ უთხრა,
17:01 / 13.11.2018
ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი ღურწკაიამ „ლაივპრესს“ უთხრა,






სამართალდამცველებმა ფოთში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
16:29 / 13.11.2018
სამართალდამცველებმა ფოთში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.






მარტვილში მცხოვრები 22 წლის აზა ადამია პოლიტექნიკური ინსიტუტის მე-5
კურსის
15:44 / 13.11.2018
მარტვილში მცხოვრები 22 წლის აზა ადამია პოლიტექნიკური ინსიტუტის მე-5 კურსის
ლაივპრესის სტუდია
როგორია წინასაარჩევნო გარემო ზუგდიდში და რა დარღვევები გამოვლინდა საანგარიშო პერიოდში,
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.