ახალი ამბები
„ოცნება“: გახარია მცირემეწარმეებს ვიცეპრემიერის რანგში შეხვდა [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში უარყოფენ გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ბრალდებებს. განმარტავენ, რომ მსგავსი ფაქტი არ ყოფილა, რასაც ნებისმიერი ქარხნის თანამშრომელი დაადასტურებს. შტაბის შეხვედრების ორგანიზატორ მერი შენგელაიას განცხადებით, შს მინისტრთან გუშინ, 7 ნოემბერს გამართული შეხვედრა თხილის დარგში არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს შეეხო. ეს ყველაფერი კი ჟურნალისტებთან თავად ფერმერებმა დაადასტურეს.

რაც შეეხება გიორგი გახარიას ყოფნას შეხვედრაზე, მერი შენგელაიას თქმით, გახარია შს მინიტრთან ერთად, ვიცე პრემიერიცაა და სწორედ ამ რანგში ესწრებოდა შეხვედრას.

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ცნობით, მეთხილეებს, ფერმერებს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აიძულებენ ხმის მიცემას. კერძოდ, ზუგდიდის შტაბის უფროს ანა წითლიძის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა და „ოცნების“ შტაბის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე მოწერელიამ მეთხილეები, თხილის ქარხნების დირექტორები გააფრთხილა, მათ სასარგებლოდ იმუშაონ, წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმოებში ფინანსური პოლიციის შესვლით დაემუქრა.

7 ნოემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, სადაც შს მინიტრი და გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ფერმერებთან ერთად, თხილის ექსპორტიორებს, მერებს, მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა.

გიორგი გახარია გუბერნიაში 4 ნოემბერსაც იმყოფებოდა. მან თქვა, რომ მისი ვიზიტის მიზანი არჩევნების პირველი ტურის შეფასება იყო.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






მერია საკრებულოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის
პროექტს ხვალ,
18:01 / 13.11.2018
მერია საკრებულოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს ხვალ,






ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი
ღურწკაიამ „ლაივპრესს“ უთხრა,
17:01 / 13.11.2018
ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი ღურწკაიამ „ლაივპრესს“ უთხრა,






სამართალდამცველებმა ფოთში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
16:29 / 13.11.2018
სამართალდამცველებმა ფოთში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.






მარტვილში მცხოვრები 22 წლის აზა ადამია პოლიტექნიკური ინსიტუტის მე-5
კურსის
15:44 / 13.11.2018
მარტვილში მცხოვრები 22 წლის აზა ადამია პოლიტექნიკური ინსიტუტის მე-5 კურსის
ლაივპრესის სტუდია
როგორია წინასაარჩევნო გარემო ზუგდიდში და რა დარღვევები გამოვლინდა საანგარიშო პერიოდში,
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.