ახალი ამბები
ფერმერების განმარტებები მინისტრთან გამართულ დახურულ შეხვედრაზე
ფერმერები არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მათზე ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს. გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში დღეს განაცხადეს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა და „ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მოწერელიამ თხილის მწარმოებლები გააფრთხილა, მათ სასარგებლოდ იმუშაონ.

შტაბის განცხადებით, გუბერნატორის მითითებებს ასრულებს თხილის გადამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ვალდეკ კოდუა და ის თხილის ქარხნებში დადის.

ვალდეკ კოდუამ დაგვიდასტურა, რომ მან თხილის მწარმოებლები დააუწყა გუბერნატორთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე, თუმცა მისივე თქმით, აღნიშნული შეხვედრა თხილის მოსავლის გადარჩენას უკავშირდებოდა და არა არჩევნებს.

„მივედი ყველასთან, აქაურ ფერმერებთან, წალენჯიხელებთან, მარტვილელებთან და ვუთხარი, რომ აუცილებლად მოსულიყვნენ შეხვედრაზე, რადგან უნდა გვესაუბრა იმაზე, თუ როგორ გადავარჩინოთ მომავალი წლის თხილის მოსავალი. იქ 100 კაცზე მეტი ბრძანდებოდა და არავის არჩევნებზე დაგვეხმარეთ-თქო, ასეთი რამ არ გვითქვამს. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზეც, რომ მეწარმეებისთვის იყოს ხელმისაწვდომი აგროსესხები. უმძიმეს დღეშია მთელი თხილის სისტემა, მეწარმეებს აქვთ დიდი ქარხნები, მაგრამ რეალურად ვალებში არიან. პოლიტიკაზე საუბარი შეხვედრაზე არ ყოფილა, თუ ვინმემ ერთი-ერთში რაიმეზე ისაუბრა, ეს სხვა საქმეა, მე არავის დავალებას არ ვასრულებ“, - განაცხადა ვალდეკ კოდუამ.

სამხარეო ადმინისტრაციაში ფერმერებთან და თხილის მწარმოებლებთან გამართულ შეხვედრაზე მყოფმა მაია მიქავამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ გიორგი გახარიასთან და ალექსანდრე მოწერელიასთან მან თხილის კულტურის გადარჩენის გზებზე ისაუბრა.

„გუბერნატორი გვესაუბრა, თუ როგორ ხედავს პრობლემას, ვინ არის ამ პრობლემის მოგვარების პროცესში ჩართული. შემდეგ ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი ხედვები, თხილის კულტურის გადარჩენის საქმეში. ჩვენგან ინფორმაცია მიიღეს მინისტრმა და გუბერნატორმა. გვითხრეს, რომ დაისახოს პრობლემების გადაჭრის გზები, აუცილებელია, რომ შეხვედრებს ჰქონდეს ორგანიზებული ფორმა და ყველა ის პრობლემა, რაც გვაწუხებს, ორგანიზებულად ჩამოვაყალიბოთ და მივაწოდოთ შესაბამის ორგანოებს“, - გვითხრა მაია მიქავამ.

„ლაივპრესის“ კითხვაზე, იყო თუ არა შეხვედრაზე საუბარი არჩევნებზე, მაია მიქავამ თქვა, რომ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა.

კომპანია „აგრო-ექსპორტჯორჯიას“ დირექტორმა ჯენერ ბელქანიამ, რომელიც ასევე იმყოფებოდა შეხვედრაზე, გვითხრა: „საუბარი კი არა, არავითარი მინიშნება არ ყოფილა არჩევნებზე. როცა ვნახე შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრი, ცოტა გამიკვირდა, მაგრამ ისეთი სასარგებლო საუბარი იყო შეხვედრაზე, რომ გამიხარდა კიდეც. ვისაუბრეთ თხილის კულტურის გადარჩენის გზებზე“.

ფერმერმა ირაკლი თოდუამ „ლაივპრესს“ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, რომ შეხვედრის ორგანიზებაში ვალდეკ კოდუა დაეხმარა. ხელისუფლების წარმომადგენლებთან მათ თხილის წარმოების განვითარებაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

„მეთხილეებმა მოვილაპარაკეთ, რომ გვჭირდებოდა შეხვედრა ხელისუფლებასთან. ეს შეხვედრა დაიგეგმა არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე. საუბარი იყო თხილთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ფაროსანასა და სხვა სპეციფიურ პრობლემებზე, რომლის მოგვარებაშიც სახელწიფო დახმარებას დაგვპირდა. არჩევნებთან დაკავშირებით შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა“, - გვითხრა ფერმერმა.

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა და „ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მოწერელიამ მეთხილეები გააფრთხილა, მათ სასარგებლოდ იმუშაონ. შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის განცხადებით, გუბერნატორი დაემუქრა მათ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ქარხნებში ფინანსური პოლიცია შევა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გუშინ, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ალექსანდრე მოწერელია ფერმერებს, მუნიციპალიტეტების მერებს და მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა. შეხვედრები მედიისთვის დახურული იყო.

ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრების მიზანი თხილის კულტურის გადარჩენა იყო.

„ლაივპრესის“ კითხვაზე, თუ რატომ არის ჩართული შინაგან საქმეთა მინისტრი თხილის კულტურის გადარჩენაში, გუბერნატორმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ამავე დროს არის ვიცე-პრემერი და ყოფილი ბიზნესომბუდსმენი.

„დღეს დარგს აქვს უაღრესად მძიმე პრობლემები და დარგი ვიცე-პრემიერის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება“, - განაცხადა გუბერნატორმა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






მერია საკრებულოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის
პროექტს ხვალ,
18:01 / 13.11.2018
მერია საკრებულოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს ხვალ,






ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი
ღურწკაიამ „ლაივპრესს“ უთხრა,
17:01 / 13.11.2018
ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი ღურწკაიამ „ლაივპრესს“ უთხრა,






სამართალდამცველებმა ფოთში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
16:29 / 13.11.2018
სამართალდამცველებმა ფოთში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.






მარტვილში მცხოვრები 22 წლის აზა ადამია პოლიტექნიკური ინსიტუტის მე-5
კურსის
15:44 / 13.11.2018
მარტვილში მცხოვრები 22 წლის აზა ადამია პოლიტექნიკური ინსიტუტის მე-5 კურსის
ლაივპრესის სტუდია
როგორია წინასაარჩევნო გარემო ზუგდიდში და რა დარღვევები გამოვლინდა საანგარიშო პერიოდში,
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.