ლევილის ქართული მამულიდან ოჯახები გაიყვანეს
გეგმები, რომელიც თბილისს აქვს ლევილის მამულის ტერიტორიაზე, რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ამ გეგმის ერთ-ერთი ნაწილია მამულში საკონცერტო დარბაზის და სასტუმროს მშენებლობა. ასევე, უნდა დაიდგას მეგრული ოდაც, რომელსაც აბაშაში რამდენიმე ნაგებობიდან შეარჩევენ.
„ლაივპრესის“ შეკითხვაზე, თუ შეირჩა უკვე ოდა, რომელსაც აბაშიდან ლევილში წაიღებენ, საგარეო საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ამ ეტაპისთვის სიახლე არ აქვთ.
საბოლოოდ საფრანგეთში ქართული კულტურის ცენტრის მოწყობა იგეგმება. ქართული აკადემია - ლევილის ქართული მამული საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებად 2016 წლის ნოემბერში გადაეცა. შემდეგ, კულტურის სამინისტროს თხოვნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მუშაობა დაიწყო მეგრული ოდა სახლის შერჩევაზე. ამ მიზნით ისინი სენაკის და აბაშის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდნენ, სადაც ძველი საცხოვრებელი სახლები დაათვალიერეს.
ლევილის მამულის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება და მოწყობა 2017-2026 წლების პერიოდში მოხდება.