კონფლიქტის ზონაში გამწვავებული ვითარების გამო, ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავენ
შექმნილი ვითარების გამო, საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +9723609-3206, +972526919092. ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ პალესტინელთა რადიკალური მოძრაობა „ჰამასი"სარაკეტო თავდასხმებში 12 ნოემბერს დაადანასაულა, საპასუხოდ კი იერიში მიიტანა მათ ობიექტებზე, მათ შორის „ჰამასის" სამხედრო დაზვერვის შტაბ-ბინაზე. შედეგად, ისრაელმა ღაზის სექტორთან განათავსა დამატებითი სამხედრო ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა. შექმნილი ვითარების გამო, საფრანგეთში ვიზიტი შეწყვიტა პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.