ახალი ამბები
9 აპრილს მოკლული აზა ადამიას დედა: იური მეჩითოვს მთელმა საქართველომ უნდა უჩივლოს
FaceBook Twitter
E-mail Print
მარტვილში მცხოვრები 22 წლის აზა ადამია პოლიტექნიკური ინსიტუტის მე-5 კურსის სტუდენტი იყო, როცა 9 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა ოკუპაციურმა ძალებმა მოკლეს.

მისი დედა, 80 წლის იზა ადამია ამბობს, რომ 9 აპრილის მოვლენებიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, შვილის დაღუპვით მიღებული ტკივილი მას შემდეგ განუახლდა, რაც ფოტოგრაფ იური მეჩითოვმა განაცხადა, რომ ახალგაზრდები 9 აპრილს არავის მოუკლავს, ისინი ასფიქსიით გარდაიცვალნენ.

„თითქმის 30 წელწადი გავიდა მას შემდეგ და ახლა თითქოს ის დღეა, როცა აზა მომისვენეს სახლში. ამაზე მე როგორ მივიდე სასამართლოში, 80 წლის ქალი? ამაზე უნდა ამოიღოს ხმა მთავრობამ და მთელმა საქართველომ უნდა უჩივლოს [იური მეჩითოვს]. მარტო ჩემი შვილი ხომ არ იყო ასეთ დღეში?! სახე არ ჰქონდათ გოგოებს, რუსი ჯარისკაცების ნიჩბით იყვნენ დამტვრეულები. ამ ბავშვებმა ქვეყანას შესწირეს თავი და ვინაა ეს კაცი, ამას რომ ამბობს?! ამაზე მარტო მე კი არ უნდა ამოვიღო ხმა, ყველამ უნდა გასცეს პასუხი რუსეთის მოსყიდულს.

მთავრობამ უნდა შეგვკრიბოს ყველა, ბევრი კი არ ვართ დედები ცოცხლები, შეგვახვედროს იმ კაცს, იმას თავისი ფოტოები ჰქონდეს, ჩვენ ჩვენს ფოტოებს ვანახებთ. ყველამ ერთად უნდა გავცეთ პასუხი“, - უთხრა „ლაივპრესს“ აზა ადამიას დედამ.


აზა ადამია

იურისტი კახა კოჟორიძე, რომელიც 9 აპრილს დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრებს და ნათესავებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს, მიიჩნევს, რომ ფოტოგრაფ იური მეჩითოვის განცხადებით, 9 აპრილის მოვლენების მონაწილეებს პატივი და ღირსება შეელახათ.

„1993 წლის პარლამენტის დადგენილებით, 9 აპრილი მიჩნეულია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, საქართველოს ერთიანობისა და წინსვლის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღედ. შესაბამისად, თუ 9 აპრილი არის აღიარებული ასეთი მნიშვნელობის სიმბოლურ დღედ, ამიტომ შეიძლება პატივი და ღირსება შეელახოს არა მხოლოდ მათ, ვისაც ოჯახის წევრი დაეღუპა, არამედ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც იმ პროცესებში მონაწილეობდა“, - გვითხრა კახა კოჟორიძემ.

მისივე სიტყვებით, იური მეჩითოვს შესაძლოა დაეკისროს მორალური ზარალის ანაზღაურება.

„აქ საუბარია სიმბოლურ თანხაზე, რომელიც დაეკისრება ბატონ მეჩითოვს, მაგრამ გაიმარჯვებს პრინციპი, რომ არ შეიძლება 9 აპრილის ამბებში მონაწილე ადამიანებზე თქვა, რომ მათ არ ჰქონდათ გააზრებული, თუ რისთვის იდგნენ იქ, და მისი ორგანიზატორები მოიხსენიო კრიმინალებად“, - უთხრა „ლაივპრესს“ კახა კოჟორიძემ.

იურისტმა გვითხრა, რომ დროის სიმცირის გამო მხოლოდ ერთი საქმის აღება შეუძლია და მოუწოდა სხვა ადვოკატებსაც, უფასოდ დაიცვან იმ მოქალაქეების ინტერესები, ვისაც იური მეჩითოვის განცხადების გამო პატივი და ღირსება შეელახა.

კახა კოჟორიძე ამბობს, რომ მის მოწოდებას უკვე რამდენიმე ადვოკატი გამოეხმაურა და დაინტერესების შემთხვევაში მზად არიან მოქალაქეთა ინტერესები სასამართლოში უფასოდ დაიცვან.


ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა 10 ნოემბერს, ტელეკომპანია „ალ ჯაზირასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიტინგზე მონაწილეების 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ 9 აპრილი შოუ იყო და ისინი შოუს მონაწილეები იყვნენ.

„ეს იყო კრიმინალური აქტი, აქციის ორგანიზატორების მხრიდან, რათა მიეღოთ ასეთი შედეგი. ეს იყო გეგმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. არავის სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ყველა ჭყლეტაში დაიღუპნენ. 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი განზრახ არავის მოუკლავს“, - უთხრა ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“.

მარტვილის ერთ-ერთი სკოლის ეზოში, სადაც აზა ადამია სწავლობდა, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი და აზა ადამიას ბიუსტი დგას. მას ყოველ წელს მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები ყვავილებითა და გვირგვინებით ამკობენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ფოტოგრაფ იური მეჩითოვის ინტერვიუს „აღმაშფოთებელი“ უწოდა და თქვა, რომ მის ამ განცხადებას უნდა მოყვეს საზოგადოების მხრიდან სათანადო უმკაცრესი შეფასება.


1989 წლის 9 აპრილს, დილის 04.00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ, საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი მიტინგი სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და გაზის გამოყენებით დაარბია. სადამსჯელო რაზმს გენერალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა. მიტინგის დაშლისას ადგილზე 21 მოქალაქე დაიღუპა.

9 აპრილის დემონსტრაციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან მისი გამოსვლა იყო. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.