ახალი ამბები
ზუგდიდში ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვრივალობაზე დისკუსია გაიმართა
FaceBook Twitter
E-mail Print
რამდენად გამჭვირვალეა ბიუჯეტის ხარჯვა, რა პრიორიტეტები აქვს ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს, ამის შესახებ დღეს ზუგდიდში გამოცემა „ლიბერალის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

ზუგდიდის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელ ნანი მიქენაიას განცხადებით, ახალი ბიუჯეტის პრიორიტეტებია მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე პრიორიტეტულია სოციალური და ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა, კულტურისა და სპორტის განვითარება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ თქვა, რომ ის ჯერ არ გაცნობია ახალ პროექტს, თუმცა ზოგადად, ბიუჯეტთან დაკავშირებით მის ორგანიზაციას შენიშვნები და რეკომენდაციები აქვს.

„ზუგდიდს არ აქვს პროგრამული ბიუჯეტი. იმედია, 2019 წლის ბიუჯეტი მეტნაკლებად პროგრამული მაინც იქნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად, ბიუჯეტის შემუშავების პროცესში ჩართული იყოს მოქალაქეების მეტი ნაწილი, ამისკენ ნაბიჯები კი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა უნდა გადადგან.მათ უნდა გამართონ შეხვედრები სოფლებში, გამოკითხონ მოსახლეობა“, - განაცხადა არჩილ თოდუამ.

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ იკითხა, თუ რამდენად არის ასახული ზუგდიდის ახალი ბიუჯეტის პროექტში ასახული ქალთა საჭიროებები. რის პასუხადაც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნანი მიქენაიამ განაცხადა, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა 70 % ქალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუგდიდის ბიუჯეტი გენდერულად მგრძნობიარეა.

ბიუჯეტის ინფრატრუქტურულ ნაწილზე საუბრისას, ზუგდიდის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა რუსლან კილასონიამ სოფლის საჭიროებების გამოსაკვლევად კრებების ჩატარებას მოძველებული ფორმა უწოდა და თქვა, რომ ის უნდა შეიცვალოს.

ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალობა ჟურნალ „ლიბერალის“ ერთ-ერთი პროექტია, რომელსაც ის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახორციელებს.

„შეხვედრა სიმბოლურად დაემთხვა ზუგდიდის ბიუჯეტის პროექტის დასრულებას და ჩვენ წინმსწრებად განვიხილეთ ის საკითხები, რაც ზუგდიდში მცხოვრები მოქალაქეებისთვის არის პრიორიტეტული. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა და ვფიქრობ, მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს ბიუჯეტის გამჭვირვალეობას“, - განაცხადა ჟურნალის ახალი ამბების რედაქტორმა დათო გამისონიამ.

შეხვედრა სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.