ინოვაციური დარგის ფერმერი „გემუანის“ მენეჯერი ნონა თორდია გახდა
ხილის საწარმო „გემუანი“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში ფუქციონირებს. სახელწოდება მეგრულია და ქართულად ტკბილს ნიშნავს.
კომპანია წლიურად 22 ტონა სხვადასხვა სახეობის სუბლიმირებულ ხილს აწარმოებს, რომლის რეალიზაცია, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე ხდება.
დადიანების ეზოში გამართულ „ფერმერთა დღეზე“ სულ დაჯილდოვდა 23 წარმატებული ფერმერული მეურნეობა, მათ შორის მეღვინე ქეთო ნინიძე და ფერმერი მაია მიქავა.