ახალი ამბები
სამეგრელოში შს მინისტრის დავალებით ე.წ მაყურებლები გააქტიურდნენ - გაერთიანებული ოპოზიცია
FaceBook Twitter
E-mail Print
გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში ე.წ. მაყურებლები, კანონიერი ქურდები, მათი ახლობლები გაააქტიურა, არჩევნების მეორე ტურზე ზემოქმედების მიზნით. ამის შესახებ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა მურთაზ ზოდელავამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გიორგი გახარია „სამეგრელოში „ხალხთან ჩასახუტებლად მოავლინეს“, რაც ხელისუფლების გაცხადებული პოზიცია იყო, რეალურად კი მინისტრი სწორედ "ბანდიტებს და მომპარავებს ჩაეხუტა“.

მურთაზ ზოდელავას განმარტებით, ზუგდიდში ე.წ. მაყურებელი ხვიჩა ცხაკაია, ხობში კი მანჩო ქარჩავა უშუალოდ გახარიას დავალებით გააქტიურდნენ, რომლებთანაც პირდაპირ კავშირშია მისი მოადგილე ლევან კაკავა. ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ქარჩავა ციხის ე.წ. მაყურებლის, ლადო ქარჩავას ბიძაშვილია.

„ხალხის ნაცვლად ჩაეხუტა მაყურებლებს, ბანდიტებს, მომპარავებს. მათი მეშვეობით ცდილობს საარჩევნო სიტუაციის შეცვლას. სირცხვილია. თქვენ ძალიან მოკლე ვადაში გადაიქეცით ჯანყარაშვილად. გქონდათ რაღაც ამბიციები, რომ ქურდულ სამყაროსთან გებრძოლათ. მაგრამ ეს ყველაფერი წყალში ჩაყარეთ ბოლო ორ კვირაში“, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ და აღნიშნა, რომ პოლიციელები სწორედ ამიტომ არ აძლევენ და არ მისცემენ ხმას მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს. არც ნებისმიერი კანონმორჩილი ადამიანი.

მანვე დაასახელა სხვა პირებიც, რომლებიც ჩართულები არიან მოსახლეობაზე ზეწოლის და დაშინების პროცესში. ესენი არიან - გაბისკირია ბაჩანა, კანონიერი ქურდის, ადუ შამუგიას სიძე, ჯამბულ ფარფალია, კანონიერი ქურდი კახა ფარფალია, მისი ბიძა ჯამბულ ფარფალია, დათო ყოლბაია.

მურთაზ ზოდელავას თქმით, იძულებით გადაადგილებულ პირებზე მუშაობენ კანონიერი ქურდი ზაალ მახარობლიძე (გლეხოვიჩი) და მისი ძმა რიჩარდ მახარობლიძე, ლევან ძაძუა და გიზო ალფენიძე.

ენმ-ის წარმომადგენლის განმარტებით, ხვიჩა ცხაკაიას საგანგებოდ დაუბურეს ავტომანქანა „რენჯროვერი“ სპეციალური ნებართვის საფუძველზე, რომლითაც გადაადგილდება, მოსახლეობას თანხას ურიგებს და დაშინების გზასაც მიმართავს.

მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ გუშინ, 19 ნოემბერს ხიბულაში ე.წ. მაყურებლების ჯგუფი მიადგა გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეს, ამ ფაქტზე კი დამატებით ინფორმაციას მოიპოვებენ.

მისივე თქმით, სამინისტროს და კანონიერი ქურდების, ე.წ. მაყურებლების თანამშრომლობა ურთიერთვალდებულებას ეფუძნება. კერძოდ, ეს ადამიანები მოქმედი ხელისუფლების პირობებში იქნებიან ხელშეუხებლები:

„გახარიას დავალებით, მისმა მოადგილემ, რომელიც ზუგდიდში გადმოცხოვრდა, დააორგანიზა ეს ბანდიტები და მათ მისცეს გარანტიები, თუ იძალადებენ, ფულს დაარიგებენ, ნარკოტიკს დაარიგებენ, რომლის არაერთი ფაქტი არსებობს, ხელს დააფარებენ“.

მურთაზ ზოდელავას თქმით, ამ ყველაფერზე ხელისუფლება უკუეფექტს მალევე მიიღებს, 28 ნოემბერს, როცა მოსახლეობა უარს ეტყვის მათ მათ მხარდაჭერაზე. ამბობს, რომ ფაქტებს ამ თუ არა, ახალი ხელისუფლების პირობებში აუცილებლად გამოიძიებენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უარყოფს
20:19 / 05.07.2020
გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უარყოფს "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას,
ხვალიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ქვეყნის
მასშტაბით
19:46 / 05.07.2020
ხვალიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ქვეყნის მასშტაბით
სამეგრელოს პოლიციამ ფოთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი
მოქალაქე დააკავა. დაკავებულია
18:30 / 05.07.2020
სამეგრელოს პოლიციამ ფოთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა. დაკავებულია
საოკუპაციო ზოლთან, მდინარე ენგურის სიახლოვეს რამდენიმე ქალის
გაუჩინარებაზე მედიით ინფორმაცია ვრცელდება. სუსში
18:10 / 05.07.2020
საოკუპაციო ზოლთან, მდინარე ენგურის სიახლოვეს რამდენიმე ქალის გაუჩინარებაზე მედიით ინფორმაცია ვრცელდება. სუსში "ლაივპრესს"
ვიდეო
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკის“ მოწყობა მიმდინარეობს.
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა ქორწილის და სხვა მასშტაბური
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
არჩევნები და კორონავირუსი - რას ფიქრობს ამომრჩეველი - [გამოკითხვა]
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ პანდემიის გამო
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.