ახალი ამბები
ხობის მერიის თანამშრომლებზე 30 ათას ლარამდე დანამატი გაიცა
ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით ფულადი დანამატი, ჯამში 29 ათას 603 ლარის ოდენობით გაიცა. ანაზღაურება გაიცა სულ 47 თნამშრომელზე. მათ შორისა არიან როგორც სამსახურის და განყოფილებების უფროსები, ასევე სხვადასხვა რანგის სპეციალისტები.

"ლაივპრესის" მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, მაგალითად, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ბუკიამ ფულადი დანამატი საანგარიშო პერიოდში 4-ჯერ მიიღო, 2 ათას 416 ლარის ოდენობით, დამატებითი ფუნქციის შესრულებისთვის.

შვიდჯერ მიიღო დანამატი რალა არაჩემიამ, საქმისწარმოების განყოფილების უფროსმა, სულ 1 677 ლარი. მიზეზი მოხელის არყოფნის დროს მოვალეობის შესრულება გახდა.

ამდენივეჯერ მიიღო თანხა პირველი კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა სალომე ცხადაიამ. მათ შორის საჯარო მოხელეზე თანხა გაიცა 19, 38 და 93 ლარის მოცულობით.

საფინანსო ზედამხედველობისა და ბუღალტერიის განყოფილების უფროსმა ციური ხელაძემაც შვიდჯერ მიიღო ფულადი ჯილდო - 637 ლარი.

შვიდჯერ გაიცა ფულადი თანხა მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროს მარინა რუხაძეზე. მათ შორის ერთხელ 1100 ლარის ოდენობით. ჯამში - 1578.

ამდენჯერვე მიიღო ფულადი დანამატი ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების განყოფილების უფროსმა შორენა ძაძამიამ - 744 ლარი. მიზეზი ამ შემთხვევაშიც მოხელის არყოფნის დროს მოვალეობის შესრულებაა.

ერთხელ მიიღო დანამატი ხელფასზე 15-მა საჯარო მოხელემ, სულ 4 ათას 834 ლარის ოდენობით.

არის შემთხვევები, როცა ორი თვის ფულადი ჯილდო ას ლარზე ნაკლებია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ცალკეულ საჯარო მოხელეზე გაცემული ერთი თვის ჯილდო 500, 800 და 850 ლარია.

არის მაგალითები, როცა პირველი კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა ლამზირა თოდუამ ფუალდი ჯილდო - 30 ლარი მიიღო, ამავე კატეგორიის პირველი კატეგორიის სპეციალისტმა მანანა კუკავამ 36 ლარი.

ხობის მერიის ააიპ-ებში ფულადი ჯილდო, დანამატი ან პრემია არ გაცემულა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის გამო,
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო
19:56 / 18.12.2018
ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო






ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა
ოფისში ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს.
17:29 / 18.12.2018
ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ოფისში ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს.






ზუგდიდში ყინულის მოედნის სხვა ადგილას გადატანის შესახებ საჯარო
დისკუსიები გაიმართება,
16:50 / 18.12.2018
ზუგდიდში ყინულის მოედნის სხვა ადგილას გადატანის შესახებ საჯარო დისკუსიები გაიმართება,






თბილისის საქალაქო სასამართლომ რობაქიძის საქმეზე ხუთი პირი
დამნაშავედ სცნო.
15:43 / 18.12.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ რობაქიძის საქმეზე ხუთი პირი დამნაშავედ სცნო.
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.