ახალი ამბები
მე-6 სკოლის დირექტორის შვილი: პროკურატურამ განათლების სამინისტროს წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერძაიას შვილი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ პროკურატურამ განათლების სამინისტროს წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს.

ია კერძაია 2 დეკემბერს ანევრიზმის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. მას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა. ბაჩანა შენგელიას განაცხადებით, ამჟამად დედის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მისივე თქმით, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა პირდაპირ უკავშირდება მე-6 სკოლაში განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის შესვლას.

„სადამსჯელო ოპერაციის შედეგია ის, რაც ახლა გვაქვს. მათ ამყოფეს ის სტრესულ გარემოში. გადაწყვეტილი ჰქონდათ მისი გათავისუფლება და გამოუგზავნეს ინსპექტირების ჯგუფი. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. შესაბამისად, მე ვაპირებ რომ ამ დანაშაულში მონაწილე ყველა პირის მიმართ დადგეს სისხლის სამართლის პასუხისგება. ახლა ჩვენ გვაქვს სხვა პრიორიტეტი, მთავარი მისი გამოჯანმრთელებაა, მაგრამ ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივყვებით. საპროცესო კანონმდებლობით, პროკურატურას შეუძლია, რომ საჯარო მიმართვის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება“, - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერძაიას გათავისუფლების საკითხი სამურვეო საბჭოს წინაშე სკოლაში გამოვლენილი დარღვევების შემდეგ დაისვა, თუმცა სკოლის სამეურვეო საბჭომ სამინისტროს მოთხოვა არ დააკმაყოფილა.

ბაჩანა შენგელიას განცხადებით, სამინისტრომ სკოლის დირექტორის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოითხოვა.

დაიწყო თუ არა გამოძიება სამინისტროს წინააღმდეგ, ამაზე კომენტარს პროკურატურა მოგვიანებით გააკეთებს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის გამო,
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო
19:56 / 18.12.2018
ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო






ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა
ოფისში ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს.
17:29 / 18.12.2018
ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ოფისში ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს.






ზუგდიდში ყინულის მოედნის სხვა ადგილას გადატანის შესახებ საჯარო
დისკუსიები გაიმართება,
16:50 / 18.12.2018
ზუგდიდში ყინულის მოედნის სხვა ადგილას გადატანის შესახებ საჯარო დისკუსიები გაიმართება,






თბილისის საქალაქო სასამართლომ რობაქიძის საქმეზე ხუთი პირი
დამნაშავედ სცნო.
15:43 / 18.12.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ რობაქიძის საქმეზე ხუთი პირი დამნაშავედ სცნო.
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.