თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გუკა ბაძაღუას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
გუკა ბაძაღუას წინასწარი პატიმრობის ვადა დღეს ეწურება.
„სასამრთლო პროცესი დაიწყო გვიან. პარალელურად, შევიკრიბეთ და მოვითხოვთ მის გათავისუფლებას სასამართლო დარბაზიდან. დაველოდებით სასამრთლოს გადაწყვეტილებას და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“, - უთხრა „ლაივპრესს“ აქციის მონაწილე გიგა მაქარაშვილმა.
აქციაში ზუგდიდელი აქტივისტებიც მონაწილეობენ.
იგივე მოთხოვნით საპროტესტო აქცია უფრო ადრე ზუგდიდშიც გაიმართა.
გუკა ბაძაღუა 11 ოქტომბერს, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს. მისი მეგობრების, ოჯახის და სამოქალაქო აქტივისტთა განცხადებით, პროკურატურას არავითარი მტკიცებულებები ამ ადამიანის მიმართ არ აქვს.