აბაშის კეთილმოწყობის თანამშრომლებმა ფულადი დანამატი მიიღეს
17:31 / 04.12.2018
ააიპ-ის დირექტორის მოადგილემ, კონსტანტინე არველაძემ საანგარიშო პერიოდში დანამატი ერთხელ მიიღო, 550 ლარის ოდენობით.
სამსახურის განყოფილებების უფროსებმა, სოსო ჩაგანავამ და ზაზა გუგუშვილმა ხელფასის დანამატი მიიღეს, 130 და 350 ლარის მოცულობით.
მთავარ ბუღალტერზე, ქეთევან ნაჭყეპიაზე ფულადი დანამატი ორჯერ გაიცა, 50 და 550 ლარი.
ასევე, დანამატი მიიღო ააიპ-ის ხუთმა ბრიგადირმა. ჯამში 1 660 ლარის ოდენობით.
11 მუშაზე ფულადი დანამატი გაიცა. სულ 800 ლარი.
ორმა დეკორატორმა ჯამში 150 ლარი მიიღო.
დანამატი გაიცა დამლაგებელზეც - 50 ლარი.
აბაშის მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს წევრებზე დანამატი, პრემია, ან წახალისების სხვა საშუალება არ გაცემულა.
მიმდინარე წელს სახელფასო დანამატი გაიცა ზუგდიდის და ხობის მერიაშიც.