ახალი ამბები
მესტიის მერიის 16 თანამშრომელზე ფულადი დანამატი გაიცა
მესტიის მუნიციპალიტეტის ააიპ-ებს შორის ფულადი დანამატი მხოლოდ ორ ააიპ-ში გაიცა. ესენია „მესტიის დასუფთავება“ და „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“.

გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, „მესტიის დასუფთავებაში“, სულ 12 თანამშრომელზე 9 ათას 040 ლარი გაიცა.

მათ შორის, ააიპ-ის დირექტორმა 1 500 ლარი მიიღო, მისმა ორმა მოადგილემ კი 1000 და 800 ლარი. ათასი ლარი გაიცა საწყობის გამგე-მომმარაგებელზე.

990 ლარი მიიღო კონსულტანტმა.

ორ მეეზოვეზე 625 და 600 ლარი გაიცა. ერთ მუშაზე 600 ლარი. მთავარმა ბუღალტერმა - 750, სამმა მთავარმა სპეციალისტმა 250, 300 და 625 ლარი მიიღო.

რა დამსახურებისთვის გასცეს დანამატი, მესტიის მერიისგან მიღებულ წერილში არ არის დაკონკრეტებული.

რაც შეეხება „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს“, აქ ფულადი დანამატი ოთხმა თანამშრომელმა მიიღო, „ეპიდემიოლოგიური უზრუნველყოფის უსაფრთხოების“ სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისთვის. ჯამში 650 ლარი.

მათგან, დირექტორმა 195 ლარი მიიღო, ექიმ ეპიდემიოლოგმა 295, მთავარმა ბუღალტერმა 100, მძღოლმა კი 60 ლარი.

სულ ორივე ააიპში თანამშრომლებზე 9 ათას 690 ლარი გაიცა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში პრემია, ფულადი ჯილდო, დანამატი, ან წახალისების სხვა საშუალება არ გაცემულა.

ფულადი დანამატი გაიცა აბაშის ერთ ააიპში, ზუგდიდის და ხობის მერიაშიც.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის გამო,
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო
19:56 / 18.12.2018
ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო






ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა
ოფისში ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს.
17:29 / 18.12.2018
ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ოფისში ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს.






ზუგდიდში ყინულის მოედნის სხვა ადგილას გადატანის შესახებ საჯარო
დისკუსიები გაიმართება,
16:50 / 18.12.2018
ზუგდიდში ყინულის მოედნის სხვა ადგილას გადატანის შესახებ საჯარო დისკუსიები გაიმართება,






თბილისის საქალაქო სასამართლომ რობაქიძის საქმეზე ხუთი პირი
დამნაშავედ სცნო.
15:43 / 18.12.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ რობაქიძის საქმეზე ხუთი პირი დამნაშავედ სცნო.
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.