ახალი ამბები
უფასო სასადილოს ექვსი თვის საკვებისთვის მერია 74 ათას ლარამდე დახარჯავს
იმ ადამიანების კვებით უზრუნველყოფაზე, რომლებიც ზუგდიდში უფასო სასადილოს მომსახურებით სარგებლობენ, მერიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 73 ათას 765 ლარია. მოიცავს პერიოდს მომავალი წლის სამი იანვრიდან 30 იანვრამდე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროს ნინო სხულუხიას განმარტებით, თუ ადრე მთელი წლის მომსახურებაზე აცხადებდნენ ტენდერს, შესყიდვების სააგენტოს ახალი რეგულაციის თანახმად, ტენდერი პირველ ექვს თვეზე გამოაცხადეს. მისი ინფორმაციით, ახალი ბიუჯეტის პროექტით, შარშანდელი, 130 ათასი ლარი წელს იზრდება 30 ათასი ლარით.

"ერთ ბენეფიციარზე გაზრდილია თანხა. ვარირებს დღის მენიუს მიხედვით. მინიმალური ლარი და 71 თეთრია, მაქსიმალური 2 ლარი და 27 თეთრი. ეს პირდაპირი დანახარჯია. ასევე, ჩვენ ვაძლევთ კომპენსაციას ტრანსპორტისთვის 25 ლარს, თუ შორს ცხოვრობს. რაღაცები შეცვლილი გვაქვს მენიუში, ბენეფიციართა მოთხოვნის საფუძველზე. ყოველ წელს ვცდილობდით, რომ მენიუ მრავალფეროვანი ყოფილიყო. მაგალითად, წელს რძის ნაწარმის მოთხოვნა იყო და ყველი დავამატეთ. ასევე ფუნთუშა, რადგან ტკბილი არ იყო არაფერი, ცხელი კერძი და არაჟანი“, - უთხრა ნინო სხულუხიამ „ლაივპრესს“.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ახალი ბიუჯეტი არ მიუღიათ, წინასწარ გაწერილ თანხას არაფერი მოაკლდება. მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბენეფიციართა რაოდენობა არ იზრდება, რადგან ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროგრამაა. თუმცა მისივე განმარტებით, ხდება შიდა მობილობა. მაგალითად, წელს 12-მა ადამიანმა დატოვა პროგრამა.

„ზოგი საცხოვრებელს იცვლის, ზოგი, თუ მათი ქულების რაოდენობა გაუმჯობესდა, გადის პროგრამიდან. ისინი მომლოდინეთა სიიდან ჩანაცვლდა. თუ გვექნა დამატებით რესურსი გავზრდით ბენეფიციართა რაოდენობას“, - აღნიშნა მან.

მენიუს თანახმად, კვების რაციონში შედის ხორცი მინიმუმ სამჯერ. ასევე რაციონი მოიცავს ლობიოს, კვერცხს, ბორშჩს, თევზს, ფაფებს, კატლეტს, ბარდის წვნიანს.

შარშან, უფასო სასადილოს 250 ბენეფიციართა კვებისთვის 130 ათასი ლარი დაიხარჯა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის გამო,
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო
19:56 / 18.12.2018
ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო






ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა
ოფისში ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს.
17:29 / 18.12.2018
ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ოფისში ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს.






ზუგდიდში ყინულის მოედნის სხვა ადგილას გადატანის შესახებ საჯარო
დისკუსიები გაიმართება,
16:50 / 18.12.2018
ზუგდიდში ყინულის მოედნის სხვა ადგილას გადატანის შესახებ საჯარო დისკუსიები გაიმართება,






თბილისის საქალაქო სასამართლომ რობაქიძის საქმეზე ხუთი პირი
დამნაშავედ სცნო.
15:43 / 18.12.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ რობაქიძის საქმეზე ხუთი პირი დამნაშავედ სცნო.
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.