ახალი ამბები
პროკურატურას ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის შვილის განცხადებაზე გამოძიება არ დაუწყია
საქართველოს პროკურატურას ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილის ბაჩანა შენგელიას განცხადებაზე გამოძიება არ დაუწყია. თუ რატომ, უწყებაში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.

ბაჩანა შენგელიამ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება პირდაპირ უკავშირდება მე-6 სკოლაში განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის შესვლას. სკოლის დირექტორის შვილმა განაცხადა, რომ ამიტომ პროკურატურამ მისი საჯარო განცხადებების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

ია კერზაია 2 დეკემბერს ანევრიზმის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. მას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა. შვილის განაცხადებით, ამჟამად დედის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ბაჩა შენგელია ამბობს, რომ სამინისტრომ სკოლის დირექტორის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოითხოვა რადგან ია კერძაიამ არჩევნებში მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობაზე უარი თქვა.

მის ბრალდებებს 3 დეკემბერს მორიგი განცხადებით უპასუხა საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტრომ. უწყებაში აცხადებენ, რომ სამინისტროს ინსპექტირების სამსახური რეგულარულად აწარმოებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების საქმიანობის შესწავლას.

სამინისტროში განმარტავენ, რომ მე-6 სკოლაში გამოვლინდა დარღვევა კერძოდ: „სკოლის მიერ ქონების მესამე პირებზე გადაცემის შემთხვევა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეფასების განხორციელება არალიცენზირებული აუდიტორული ორგანიზაციის მიერ, შემოსავლის სამსახურისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, რომლის საფუძველზეც შემცირდა დასაბეგრი მოგება, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა“.

სამინისტროში აცხადებენ, რომ დარღვევების შესახებ დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის გაეგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს, რომელიც თავის მხრივ ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და ის ამჟამადაც სკოლის მოქმედი დირექტორია.

„საბჭომ გადაწყვიტა, რომ სკოლაში ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დარღვევები გამოსწორებადი იყო. არ ვიცი რამდენად სამართლიანი და კომპეტენტურია ჩვენი გადაწყვეტილება, მაგრამ ასე გადავწყვიტეთ. ჩვენ ერთხმად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - უთხრა „ლაივპრესს“ სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე შორენა ხობელიამ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის გამო,
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო
19:56 / 18.12.2018
ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო






ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა
ოფისში ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს.
17:29 / 18.12.2018
ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ოფისში ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს.






ზუგდიდში ყინულის მოედნის სხვა ადგილას გადატანის შესახებ საჯარო
დისკუსიები გაიმართება,
16:50 / 18.12.2018
ზუგდიდში ყინულის მოედნის სხვა ადგილას გადატანის შესახებ საჯარო დისკუსიები გაიმართება,






თბილისის საქალაქო სასამართლომ რობაქიძის საქმეზე ხუთი პირი
დამნაშავედ სცნო.
15:43 / 18.12.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ რობაქიძის საქმეზე ხუთი პირი დამნაშავედ სცნო.
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.