ახალი ამბები
ზუგდიდში ოჯახში ძალადობისგან დაცვის მექანიზმებზე ისაუბრეს [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ოჯახში ძალადობისგან დაცვის მექანიზმებზე ისაუბრეს დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ასოციაცია „მერკურის“ ხელმძღვანელმა ნანა თოდუამ ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფრის 8 თვის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე, დაზარალებულთათვის მომსახურებების, კერძოდ თავშესაფრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე გაამახვილა ყურადღება.

მისივე თქმით, თავშესაფარი რეგიონში ერთადერთია. ის უკვე მოემსახურა 24 ოჯახს - ქალებს შვილებთან ერთად.

„სამოქალაქო აქტივიზმის და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელ ციცინო შენგელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მოხდეს ისეთი უნარების განვითარების ხელშეწყობა, რომელიც მათ პროფესიის დაუფლებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში დაეხმარება.

უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის, პოლიციის მაიორის მედეა კობახიძის განცხადებით, 2018 წელს საქართველოს მასშტაბით ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის 4000 ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, 3000 მეტი პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მიმდინარე წელს კი გამოიცა 5000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი, რაც პოლიციისადამი ნდობაზე მეტყველებს.

მისივე ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტს წარედგინება კანონპროექტი, მსხვერპლისთვის მაღალი რისკის შემცველი მოძალადეებისთვის ელექტრონული სამაჯურების გამოყენების შესახებ.

შეხვედრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები ძალადობა / ქალი /
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის გამო,
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო
19:56 / 18.12.2018
ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო






ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა
ოფისში ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს.
17:29 / 18.12.2018
ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ოფისში ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს.






ზუგდიდში ყინულის მოედნის სხვა ადგილას გადატანის შესახებ საჯარო
დისკუსიები გაიმართება,
16:50 / 18.12.2018
ზუგდიდში ყინულის მოედნის სხვა ადგილას გადატანის შესახებ საჯარო დისკუსიები გაიმართება,






თბილისის საქალაქო სასამართლომ რობაქიძის საქმეზე ხუთი პირი
დამნაშავედ სცნო.
15:43 / 18.12.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ რობაქიძის საქმეზე ხუთი პირი დამნაშავედ სცნო.
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.