ახალი ამბები
ზუგდიდში ქალთა კრიზისული ცენტრი გაიხსნება
ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ზუგდიდის მერია კრიზისულ ცენტრს აშენებს.

„ჩვენ გვაქვს ხელშკრულება ერთ-ერთ ორგანიზაციასთან, რომელიც უახლოეს დროში დაასრულებს რეაბილიტაციას შენობაში, სადაც მომავალი წლის გაზაფხულიდან გაიხსნება ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის კრიზისული ცენტრი. ეს შენობა ზუგდიდთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში მდებარეობს“, - ამის შესახებ მერიის სოციალური განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ოჯახში ძალადობისგან დაცვის მექანიზმებზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სერვისების დაფინანსება მომავალი წლისთვისაც გაგრძელდება.

ამ ეტაპზე ძალადობის მსხვერპლ ქალებს ზუგდიდის მერია ერთჯერადად, 800 ლარით ეხმარება. ასევე, საჭიროების შემთხვევაში 1 წლის განმავლობაში საცხოვრებელი ფართის ქირას, 100 ლარს უხდის.