ახალი ამბები
TI: ზუგდიდს მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვა 14 მილიონ ლარამდე უჯდება
ზუგდიდის მერიას მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვა წელიწადში 14 მილიონ ლარამდე უჯდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქვეყნებს.

ორგანიზაციის მონაცემებით, მერიის ააიპ-ებსა (2 052 თანამშრომელი) და შპს-ებში (46 თანამშრომელი) ყოველთვიური ჯამური შრომის ანაზღაურება 1 140 338 ლარია, რაც წელიწადში დაახლოებით 13 684 000 ლარს შეადგენს. ზუგდიდის მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა და ააიპ-ებისა და შპს-ების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ჯამური მოცულობა მიმდინარე წელს 19 მილიონ ლარზე მეტია, რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის (42,082.6 00 ლარი) თითქმის ნახევარს აღწევს (45%).

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ააიპ-ებს შორის ყველაზე მეტი თანამშრომელი (679) ჰყავს „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრს”, საიდანაც 47(მათ შორის დირექტორის 3 მოადგილე), უშუალოდ ცენტრის ადმინისტრაციაშია დასაქმებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მოუწოდებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მუშაობის პარალელურად აუცილებელ მინიმუმამდე შეამციროს როგორც იურიდული პირების, ასევე ააიპების რაოდენობა.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია დამკვიდრდეს თანამშრომელთა აყვანის გამჭვირვალე პრაქტიკა, ასევე გამოირიცხოს ნეპოტიზმის შემთხვევებიც.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის გამო,
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო
19:56 / 18.12.2018
ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო






ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა
ოფისში ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს.
17:29 / 18.12.2018
ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ოფისში ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს.






ზუგდიდში ყინულის მოედნის სხვა ადგილას გადატანის შესახებ საჯარო
დისკუსიები გაიმართება,
16:50 / 18.12.2018
ზუგდიდში ყინულის მოედნის სხვა ადგილას გადატანის შესახებ საჯარო დისკუსიები გაიმართება,






თბილისის საქალაქო სასამართლომ რობაქიძის საქმეზე ხუთი პირი
დამნაშავედ სცნო.
15:43 / 18.12.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ რობაქიძის საქმეზე ხუთი პირი დამნაშავედ სცნო.
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.