ახალი ამბები
ორგანიზაცია, რომელმაც ანაკლია-ჭურიაში წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები დარგო, მათ დაცვას ითხოვს [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზღვის შროშანი, ყვითელი ყაყაჩურა და ჰართვისის მუხა ის ენდემური მცენარეებია, რომლებსაც გაქრობა ემუქრებათ და წითელ წიგნში არიან შეტანილი. ისინი ანაკლია-ჭურიის ტერიტორიაზე ხარობენ. თუმცა, ანაკლიის პორტის მშენებლობის გამო, აქ შესაძლოა გზის გაყვანა გახდეს საჭირო, რამაც საბოლოოდ ამ მცენარეთა დაზიანება, ან საერთოდ გაქრობა გამოიწვიოს. ეს რომ ასე არ მოხდეს, სახეობების გადასარჩენად პროექტი ასოციაციამ - „ქალები რეგიონების განვითარებისთვის“ შეიმუშავა და განახორციელა. ჯერ დათესეს, შემდეგ კი დაირგო ზღვის შროშანის 3 ათასამდე ნერგი, 700-მდე ჰართვისის მუხა სოფელ ჭალადიდთან, მდინარე რიონის მარცხენა სანაპირო ზოლთან. ასევე 500 ერთეული ყვითელი ყაყაჩურა ყულევის მიმდებარედ, ზღვისპირა დიუნებში.

ორგანიზაციის პრეზიდენტის და პროექტის მენეჯერის, მაკა ხეცურიანის თქმით, მათ საავტომობილო გზების დეპარტამენტს მისწერეს წერილი, რომ როგორმე მოხდეს გვერდის ავლით გზის გაყვანა, რათა ახლადდარგულ მცენარეთა შენარჩუნება მოხერხდეს.

„მათგან გვაქვს პასუხი, რომ ჯერ არ არის განსაზღვრული კოორდინატები, თუ სად გაივლის გზა. შავისზღვისპირეთში არსად არ ხარობენ ეს მცენარეები. მაგალითად, ზღვის შროშანი ძალიან მცირე რაოდენობით გვხვდება ჩოლოქის ხიდთან“, - აღნიშნა მან.

დარგულ მცენარეთა მოვლას კოლხეთის ეროვნული პარკის რეინჯერები განახორციელებენ. პარკის წარმომადგენლის, მანანა ჩიქოვანის ინფორმაციით, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები პროექტის განხორციელების პროცესში. მათი სპეციალისტების და რეინჯერების მონაწილეობით მოხდა მცენარეთა თესლების შეგროვება, დათესვა, მორწყვა. ამბობს, რომ საშვილიშვილო საქმე კეთდება, რომელიც ბოლომდე ხელშეწყობას საჭიროებს. მისივე თქმით, მოვლა მარტივი პროცესი არ არის და კომპეტენტურ პირთა მხრიდან ყოველდღიურ დაკვირვებას საჭიროებს. მანანა ჩიქოვანის განმარტებით, მცენარეებისთვის საჭიროა სწორედ ისეთი უნიკალური ეკოსისტემა, თავის ქვიშიან ნიადაგებთან ერთად, როგორიც ანაკლია-ჭურიის ტერიტორიაზე გვხვდება, სხვაგან კი ეს სახეობები ძნელად გაიხარებენ.

„მოვლა რთული პროცესია. შესაძლოა აღმოცენებული მცენარედან ყველამ არ გაიხაროს. ამას სპეციალისტთა დაკვირვება სჭირდება. შროშანი მარტო ზღვის წყლით ირწყვება, მას გარკვეულ ჩარჩოში უნდა ჰქონდეს თავისი შემადგენლობა. ჰართვისის მუხის აღმოცენებასაც უნდა სპეციალური ჰაბიტატი. მისი ნიადაგი, მჟავიანობა, შემცველობა ქვიშის, დანარჩენი დანამატებით“, - აღნიშნა კოლხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენელმა.

მცენარეები ანაკლია-ჭურიის ზონაში მარტის თვეში დარგეს.

პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. მისი პარტნიორები მათ შორის არიან ზუგდიდის და ფოთის მერია, კოლხეთის ეროვნული პარკი, დაცული ტერიტორიების სააგენტო. პროექტის ფარგლებში ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებებიც ჩატარდა. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები, ბროშურები, კალენდარი. მომზადდა დოკუმენტური ფილმიც.

„ქალები რეგიონების განვითარებისთვის“ ხელმძღვანელ მაკა ხეცურიანის თქმით, ისინი ხელახლა გააგზავნიან წერილს საავტომობილო გზების დეპარტამენტში თხოვნით, რომ არ გაიაროს ანაკლიის პორტის მსენებლობასთან დაკავშირებულმა გზამ იმ ტერიტორიაზე, სადაც წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები გადარჩენის მიზნით დარგეს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის გამო,
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო
19:56 / 18.12.2018
ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო






ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა
ოფისში ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს.
17:29 / 18.12.2018
ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ოფისში ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს.






ზუგდიდში ყინულის მოედნის სხვა ადგილას გადატანის შესახებ საჯარო
დისკუსიები გაიმართება,
16:50 / 18.12.2018
ზუგდიდში ყინულის მოედნის სხვა ადგილას გადატანის შესახებ საჯარო დისკუსიები გაიმართება,






თბილისის საქალაქო სასამართლომ რობაქიძის საქმეზე ხუთი პირი
დამნაშავედ სცნო.
15:43 / 18.12.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ რობაქიძის საქმეზე ხუთი პირი დამნაშავედ სცნო.
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.