ახალი ამბები
ზუგდიდში აფთიაქი დააყაჩაღეს [ფოტო]
ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე აფთიაქი დააყაჩაღეს. როგორც „ლაივპრესს“ აფთიაქის თანამშრომელმა უთხრა, შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც სახე დაფარული ჰქონდა. მან იარაღის მუქარით დაახლოებით 300-ლარამდე თანხა წაიღო და მიიმალა.

"სვიტერი ჰქონდა აწეული და დაფარული ჰქონდა სახე. ხელში პისტოლეტი ეჭირა და იგინებოდა. სალაროდან თანხა თვითონ ამოიღო", - განაცხადა აფთიაქის თანამშრომელმა.

ამ წუთებში ადგილზე კრიმინალური პოლიცია იმყოფება.

როგორც "ლაივპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.