ახალი ამბები
აქციას „გააზიარე სითბო“ ხობიც შეუერთდა
საქველმოქმედო აქციას „გააზიარე სითბო“, ხობიც შეუერთდა. ქალაქის ცენტრში დღეს დაიდგა კარადა, სადაც მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი მოაქვს მათთვის, ვისაც ეს ყველაფერი სჭირდება. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე კამპანიის შესახებ ხობის მკვიდრმა თამუნა სიჭინავამ სოციალური ქსელის საშუალებით შეიტყო. მეუღლესთან ერთად გადაწყვიტა, ინიციატივა მშობლიურ ქალაქში თავადაც განეხორციელებინა. ფეისბუკზე დააანონსეს გეგმების შესახებ, რასაც შესაბამისი გამოხმაურებაც მოჰყვა. ამბობს, რომ უკვე აქციაში მონაწილეობის სურვილი ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა. მათ შორის ხობის სოფლების მცხოვრებლებმაც. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ქურთუკები, თბილი პლედები ის ნივთებია, რომელიც მოქალაქეებმა უკვე მოიტანეს.

„მსურველი ძალიან ბევრია, ვინც მიკავშირდება და უნდათ რაღაცების მოტანა. ვისაც რისი სურვილი აქვს, შეუძლია ის მოიტანოს. მოვიდა ერთი მრავალშვილიანი გოგო, რომელმაც წაიღო ტანსაცმელი. დიდი აქტიურობაა. მე და ჩემს მეუღლეს ოთხი შვილი გვყავს და ძალიან კარგად ვიცით, რა სოციალური საჭიროებები არსებობს. სახელმწიფომ როგორი დახმარებაც არ უნდა გასწიოს, მაინც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველა პირობა შეიქმნას“, - უთხრა თამუნა სიჭინავამ „ლაივპრესს“.

მისივე თქმით, კარადა ხობის მერიის „კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრმა“ გადასცათ.

„ვისაც გაქვთ გაიღეთ“, „ვისაც არ გაქვთ აიღეთ“, „სიკეთე გადამდებია“, „ზამთარი ერთად გადავაგოროთ“, - ამ შინაარსის გზაბნილები გააკრეს აქციის მონაწილეებმა კარადაზე.

აქცია მანამ გაგრძელდება, ვიდრე მოქალაქის განმარტებით ამის საჭიროება იქნება.

კამპანიას „გააზიარე სითბო“, უახლოეს მომავალში ზუგდიდიც შეუერთდება.

„გააზიარე სითბო“, „ვისაც გაქვთ, გაიღეთ, ვისაც არა აიღეთ“, - ამ სახელწოდებით საქველმოქმედო აქცია დღეს უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა. მოქალაქეებმა სოციალური კარადები უკვე დადგეს ფოთში, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და კასპში. აქციას მოქალაქეები შეუერთდნენ ზესტაფონში, საგურამოსა და საჩხერეშიც.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის გამო,
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო
19:56 / 18.12.2018
ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო






ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა
ოფისში ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს.
17:29 / 18.12.2018
ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ოფისში ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს.






ზუგდიდში ყინულის მოედნის სხვა ადგილას გადატანის შესახებ საჯარო
დისკუსიები გაიმართება,
16:50 / 18.12.2018
ზუგდიდში ყინულის მოედნის სხვა ადგილას გადატანის შესახებ საჯარო დისკუსიები გაიმართება,






თბილისის საქალაქო სასამართლომ რობაქიძის საქმეზე ხუთი პირი
დამნაშავედ სცნო.
15:43 / 18.12.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ რობაქიძის საქმეზე ხუთი პირი დამნაშავედ სცნო.
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.