ახალი ამბები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი საჯარო სკოლა გარემონტდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღეს გამართულ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ორ საჯარო სკოლაში რემონტი დაიწყება.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გადაეცა გრანტის სახით 646, 5 ათასი ლარი, რომელიც მოხმარდება სკოლებში სარემონტო სამუშაოებს“, - ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით გახარიამ განაცხადა.

მისივე ცნობით, კერძოდ, 174 ათასი ლარი სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოებისთვის, ხოლო 472, 5 ათასი ლარი მე-3 საჯარო სკოლისთვის გამოიყო.

ზუგდიდის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელ კახა ფარცვანიას თქმით, ეს თანხა სკოლების სარემონტო სამუშაოების პირველი ეტაპისთვის არის გათვალისწინებული.

„მერია უახლოეს დღეებში გამოაცხადებს ტენდერს და ამ ორ სკოლაში დავიწყებთ სარემოტო სამუშაოების პირველ ეტაპს. თუმცა დაფინანსება გაგრძელდება რემონტის დასასრულებლად“, - უთხრა „ლაივპრესს“ კახა ფარცვანიამ.

ამ ეტაპზე ქალაქის მეათე, მერვე და მეოთხე საჯარო სკოლებში, ასევე ინგირის მეორე, ანაკლიის და დარჩელის პირველ სკოლებში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ახორციელებს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის გამო,
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო
19:56 / 18.12.2018
ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო






ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა
ოფისში ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს.
17:29 / 18.12.2018
ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ოფისში ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს.






ზუგდიდში ყინულის მოედნის სხვა ადგილას გადატანის შესახებ საჯარო
დისკუსიები გაიმართება,
16:50 / 18.12.2018
ზუგდიდში ყინულის მოედნის სხვა ადგილას გადატანის შესახებ საჯარო დისკუსიები გაიმართება,






თბილისის საქალაქო სასამართლომ რობაქიძის საქმეზე ხუთი პირი
დამნაშავედ სცნო.
15:43 / 18.12.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ რობაქიძის საქმეზე ხუთი პირი დამნაშავედ სცნო.
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.