ახალი ამბები
რატომ რცხვენიათ მსხვერპლებს სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი - რა აიძულებს მათ დუმილს [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ერთ-ერთი შეხვედრა სექსუალურ შევიწროებას დაეთმო. აუდიტორიამ ისაუბრა იმ გარემოებებზე, რაც აიძულებთ მსხვერპლებს, ასეთ დროს გაჩუმდნენ. მეტიც, რცხვენოდეთ მომხდარის გამო. რატომ ხდება, რომ საზოგადოება კარნახობს მსხვერპლს, თავი დამნაშავედ იგრძნოს, მიზეზს შეხვედრის მონაწილეები სტერეოტიპებით, მენტალიტეტით, პატრიარქალური კულტურით ხსნიან. ვითარებას ართულებს შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობაც, რომლის საფუძველზეც მსგავს ფაქტებზე სათანადო რეაგირება უნდა მოხდეს. შევიწროება მზერით, ხელით შეხებით საჯარო ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ სხვადასხვა დანიშნულების შენობებში, მათ შორის სამუშაო სივრცეში - ეს სექსუალური შევიწროების გავრცელებული ფორმებია.

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილებს სამეგრელოს რეგიონში ომბუდსმენის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები ესაუბრნენ. კოკა მებონიას განმარტებით, რომელიც გენდერის მიმართულებით მუშაობს, პრობლემა საქართველოსთვის აქტუალურია. ჯერჯერობით ქვეყანას საკანონმდებლო რეგულაციები არ აქვს. შევიწროების ფორმა შესაძლოა იყოს ვერბალური, ან არავერბალური, საჯარო სივრცესა თუ სამსახურში. თუმცა ამ ყველაფერზე, მისი თქმით, ქალები ღიად საუბარს დღემდე ერიდებიან. პრობლემა მწვავეა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვისაც, რომლებსაც ხშირად თავის დაცვა და ადექვატური რეაგირება უჭირთ.

„რადგან ჩვენ სტერეოტიპულ გარემოში ვცხოვრობთ და სტერეოტიპული საწყისები არის ფართოდ გავრცელებული, ქალები თავს იკავებენ ისაუბრონ კონკრეტულ შემთხვევებზე, განაცხადონ, რომ ისინი არიან სექუალური შევიწროების მსხვერპლი. ფიქრობენ - ამ ყველაფერს მოჰყვება არასერიოზული დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან, არ დაუჯერებენ“, - უთხრა კოკა მებონიამ „ლაივპრესს“.

მისივე ცნობით, სახალხო დამცველი აქტიურად მუშაობს მოქალაქეებში ცნობიერების გასაზრდელად, საგანმანათლებლო და საინფორმაციო შეხვედრების გზით. ომბუდსმენის წარმომადგენლის განმარტებით, სასურველია, ადგილობრივი თვითმმართველობები დიდი ყურადღებით მოეკიდონ გენდერულად მგრძნობიარე საკითხებს. მანვე აღნიშნა, რომ კანონპროექტი უკვე შემუშვებულია და მისი მიღება უახლოეს მომავალში იგეგმება.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის, ეკა მინჯორაიას განმარტებით, სექსუალური შევიწროება ახალი თემაა, რომელიც სტერეოტიპული დამოკიდებულებებითაა გაჯერებული. ამბობს, რომ მენტალობიდან, აღზრდიდან გამომდინარე, ბევრი დღესაც ფიქრობს - საჯაროდ საუბარი ფაქტებზე სირცხვილია, რომ ეს თითქოს მათი დანაშაულია. ის გამოსავალს ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, კანონის ამოქმედებაში ხედავს.

შეხვედრის მონაწილეებს უჩვენეს ვიდეომასალა, სადაც ქალები საუბრობენ საკუთარ განცდებზე, როცა პირველად გახდნენ შევიწროების მსხვერპლი. დაბნეულობა, სირცხვილის შეგრძნება, დანაშაულის განცდა - ასე გაიხსენეს მათ ემოციები, რომელსაც რამდენიმე წუთის შემდეგ მომხდარის გაცნობიერება მოჰყვა.

აუდიტორია შეთანხმდა, რომ დუმილი ვერ დაიცავთ, რომ სიჩუმე გამოსავალი არ არის.

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით და ორგანიზებით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა. ამ კამპანიის მიმდინარეობისას ალადობის სხვა ფორმებზე სასაუბროდაც მოეწყო შეხვედრები.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის გამო,
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო
19:56 / 18.12.2018
ზუგდიდში წყალარინების ქსელის მშენებლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო






ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა
ოფისში ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს.
17:29 / 18.12.2018
ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ოფისში ორიგინალური ნაძვის ხე დადგეს.






ზუგდიდში ყინულის მოედნის სხვა ადგილას გადატანის შესახებ საჯარო
დისკუსიები გაიმართება,
16:50 / 18.12.2018
ზუგდიდში ყინულის მოედნის სხვა ადგილას გადატანის შესახებ საჯარო დისკუსიები გაიმართება,






თბილისის საქალაქო სასამართლომ რობაქიძის საქმეზე ხუთი პირი
დამნაშავედ სცნო.
15:43 / 18.12.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ რობაქიძის საქმეზე ხუთი პირი დამნაშავედ სცნო.
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.