სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიცია ზუგდიდში აქციას გეგმავს
„კვირას!!! 16 დეკემბერს 11:00 საათზე, ზუგდიდში, გუბერნიის შენობასთან ვაპროტესტებთ სალომე ზურაბიშვილის „ინაუგურაციას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაცია ავრცელებს. ოპოზიცია აქციას გეგმავს თელავშიც.
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე გაიმართება.