ოპოზიციამ გუბერნიის შენობასთან კარტოფილი და ხახვი დაყარა - საპროტესტო აქცია ზუგდიდში [ფოტო]
აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: „არა სალომეს“, „სტოპ რუსეთს“, „ქართული ოცნება კლავს“. მათ ასევე მოიტანეს კარტოფილი და ხახვი, ოპოზიციის სიტყვებით, იმის ნიშნად, რომ სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩევლები სწორედ ხახვით და კარტოფილით მოისყიდა. აქციის მონაწილეები სასტვენებით აპროტესტებენ ზურაბიშვილის არჩევნებში გამარჯვებას.
ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე შეეცადა შესულიყო გუბერნიის შენობაში და კარტოფილი და ხახვი გადაეცა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთვის, თუმცა ამის საშუალება არ მისცა პოლიციამ, რომელიც მობილიზებულია შენობასთან. მანამდე მოხდა შეხლაშემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის.
საბოლოოდ აქციის მონაწილეებმა ხახვი და კარტოფილი გუბერნიის შესასვლელთან დაყარეს.
უცნობია იმყოფება, თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი ზუგდიდში. ინფორმაციას ლაივპრესი აზუსტებს და გაავრცელებს.