პრეზიდენტი: აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებნი უნდა შემოვირიგოთ
„უნდა მოვნახოთ ახალ თაობასთან მისასვლელი გზები და მათ გავუკვალოთ გზა ევროპისკენ. დღეს, როგორც არასდროს, აფხაზურ ენას და იდენტობას დაცვა სჭირდება. ჩვენს ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და განვითარება. გვაქვს ძლიერი ადამიანური რესურსი, ეკონომიკური პოტენციალი. მოდის ნიჭიერი თობა. მთავარია საკუთარ შესაძლებლობებში დავრწმუნდეთ და ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს მომავალზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მანამდე სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო. ის პირველი ქალი პრეზიდენტია საქართველოს ისტორიაში. ღონისძიებას 1800-ზე მეტი სტუმარი ესწრება.
თელავში გომბორის გავლით ჩასვლა და იქ საპროტესტო აქციის მოწყობა სცადა ოპოზიციამ, რისი შესაძლებლობაც არ მიეცათ. შსს-ს განცხადებით, სტუმრების უსაფრთხოების მიზნით შეიზღუდა. შეკრებილებს მათ ალტერნატიული გზა შესთავაზეს თელავისკენ, რაზეც უარი მიიღეს.
ზუგდიდსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში დღეს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გააპროტესტეს.