ახალი ამბები
ოპოზიციონერი დეპუტატი: ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი არის დანაშაულებრივი [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძე აცხადებს, რომ 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტს, იმ სახით, როგორი პროექტიც ამჟამად არსებობს, მხარს არ დაუჭერს.

მისი განცხადებით, ვინაიდან ახალი ბიუჯეტი 43 მილიონით არის განსაზღვრული და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი, 22 მილიონი ხელფასებს უნდა მოხმარდეს, ბიუჯეტის პროექტი არის დანაშაულებრივი.

„ყველას გახსოვთ, რომ ქალაქს თვითმმართველი სტატუსი რომ ჩამოართვეს, მთვარი არგუმენტი იყო ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ ეს იყო მტკნარი სიცრუე, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა 2019 წლის ბიუჯეტში. ზუგდიდელები იმსახურებენ, რომ იცოდნენ, თუ ვის უნდა გადაუხადონ თავიანთი ნამუშევრიდან ხელფასები. ახალი ბიუჯეტის პროექტი არის დანაშაულებრივი დოკუმენტი. ახალი ბიუჯეტი განისაზღვრება 34 მილიონ 500 ათასი ლართ, აქედან 19 მილიონს შეადგენს სახელფასო ფონდი, 3 მილიონს კი ადმინისტრაციული მომსახურება. ჯამში 34 მილიონიანი ბიუჯეტიდან ქართული ოცნება 22 მილიონს დახარჯავს ზუგდიდის მერიის, საკრებულოს და ააიპ-ების დასაქმებულ 2300 თანამშრომლის ხელფასებზე“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

მან მოუწოდა საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებს, არ დაუჭირონ მხარი ბიუჯეტის იმ პროექტს, რომელიც ხელისუფლებამ წარმოადგინა:

„მოვუწოდებთ ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებს, ხმა არ მისცენ ამ დოკუმენტს, დააბრუნონ პროექტი ხელახლა მერიაში და მოითხოვონ მისი რეორგანიზაცია. მოვუწოდებთ ზუგდიდის მერიას, გაასაჯაროვოს ვინ არიან ააიპ-ებში დასაქმებული ადამიანები. ჩვენი ინფორმაციით ამ ადამიანებს აქვთ ერთადერთი დატვირთვა, რომ მათ „ქართული ოცნება“ იყენებს საარჩევნო პროცესებში".

მისივე თქმით, იქმნება ახალი აიპ-ი, ტურიზმის განვითარების ცენტრი, რომელიც 2019 წლის ბიუჯეტს იქნება მიბმული.

ანა წითლიძის განცხადებებს ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობიდან დეპუტატმა კონსტანტინე კაკავამ უპასუხა.

მისი თქმით, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების და ააიპ-ების რეორგანიზაციის მიმართულებით, შენიშვნები ახალი ბიუჯეტის პროექტთან საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებსაც აქვთ. ის დარწმუნებულია, რომ მერია საკრებულოს შენიშვნებს გაითვალისწინებს.

„როცა ხდებოდა ახალი ბიუჯეტის პროექტის განხილვა, ანა წითლიძეს არ მიუღია მონაწილეობა და არ აქვს მორალური უფლება, რომ კონკრეტული მითითებებით მოგვმართოს ჩვენ, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ დავუბრუნეთ მერიას პროექტი შენიშვნებით. არის აქტიური კონსულტაციები მერიასთან და მინდა დაგარწმუნოთ, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ბიუჯეტის მეტი წილი მიმართული იყოს მოქალაქის საჭიროებებზე და ნაკლები ადმინისტრაციულ ხარჯებზე“, - განაცხადა კონსტანტინე კაკავამ.

რაც შეეხება ანა წითლიძის ინფორმაციას ახალი ააიპ-ის შექმნის შესახებ, კონსტანტინე კაკავას განცხადებით, ეს იქნება ინტერმუნიციპალური ააიპი.

ანა წითლიძის განცხადებაზე, რომ მერია არ ასაჯაროვებს ზუგდიდის მერიის ააიპ-ებში დასაქმებული ადამიანების ვინაობას, ამაზე მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

მიმდინარე წლის 7 დეკემბრის სხდომაზე, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატებმა მერიის ააიპ-ების საქმიანობის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნა მოითხოვეს.

უფრო ადრე, საკრებულომ მერიას მიმართა რეკომენდაციით, რომ მერიის ბალანსზე მყოფი ძვირადღირებული ავტომანქანების დაბალბიუჯეტიანით ჩანაცვლება და თანამდებობის პირებისთვის საწვავის ლიმიტის შემცირება მოხდეს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.