ზუგდიდელი მეხანძრეების ნაძვის ხე [ვიდეო]
„წინასაახალწლო დღეებში ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი გვაქვს. ჩვენ არც ახალი წლის ღამეს ვისვენებთ და გადავწყვიტეთ გაგვეხალისებინა სამუშაო ასეთი ფორმით. ავაწყვეთ ორიგინალური კონსტრუქცია. ამისთვის გამოვიყენეთ მეხანძრის კიბეები, სახელურები, რომელზეც ჩამოვკიდეთ უკვე გამოუსადეგარი, ჩამოწერილი ჩვენი ტექნიკური აღჭურვილობა“, - გვითხრა საგანგებო სიტუაციების მართვის, კოორდინაციის სამსახურის უფროსმა თამაზ უბილავამ.