ახალი ამბები
სუსთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს
FaceBook Twitter
E-mail Print
სუსთან მიმდინარე საპროტეტსო შეკრებისას პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ეს მას შემდეგ, რაც პოლიციამ მოუწოდა ენმ-ის წარმომადგენელ ანა წითლიძეს, შპრიცები არ დაეტოვებინა შენობის წინ. ამ მოთხოვნას ის არ დაემორჩილა, რასაც აქციის მონაწილეებს და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ამ დაპირისპირებისას პოლიციამ ერთი პირი გაიყვანა ტერიტორიიდან.

ანა წითლიძის თქმით, დაკავებულია მათი თანამებრძოლი ელდარ კეზუა, რომელიც მისივე მტკიცებით, გარდა იმისა, რომ გვერდით ედგა, სხვა არაფერი დაუშავებია.

"ასეთი დაკავებებით, ელდარს დააკავებენ, მე დამაკავებენ, სხვას დააკავებენ, 9 წელია ჩვენ ამ დაკავებებს ვუძლებთ 9 წელია ეს ყველაფერი გამოვიარეთ და ამის რომ შეგვშინებოდა, აქამდე ვერ მოვიდოდით. ამიტომ, სულ რომ ყველა დაგვაკავონ, ვინც ვდგავართ, და როგორც შევპირდი, არა ყველა, მაგრამ აქ დგანან პოლიციელები, არამედ ბიძინა ივანიშვილის პირადი ზონდერები, და მე მათ შევპირდი, რომ ყველგან ექნებათ პრობლემა, ყველა ადმინისტრაციულ შენობასთან", - განაცხადა ანა წითლიძემ.

აქცია გრძელდება.

მანამდე მათ სუს-ის შენობასთან შპრიცები და თეთრი ფხვნილი მიიტანეს, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის "სიმბოლო" და სუს-ის უფროსთან ითხოვდნენ შეხვედრას.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ დღეს ბრძოლა ქუჩის აქციებზე გადის.

ზუგდიდში გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების შედეგები გუშინ, 3 ნოემბერს გააპროტესტა, შემდეგ კი სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს. აქციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ღამე შენობასთან გაათია. დღეს დილით, ამავე შენობაში ენმ-ის წარმომადგენლებმა "ნახვაწა" (ღომის ქერქი) მიიტანეს. ამ სახელით ისინი "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატ მამუკა წოწერიას მოიხსენიებენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
პარტია
17:23 / 20.01.2022
პარტია "საქართველოსთვის" ეხმაურება წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ მათი წარმომადგენლის
დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების
განმავლობაში ვამბობდით - გახარიას
16:05 / 20.01.2022
დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით - გახარიას
ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალიას განცხადებით,
წალენჯიხის ინტერესების
14:02 / 20.01.2022
ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალიას განცხადებით, წალენჯიხის ინტერესების
ენმ-ის წარმომადგენელი განმარტავს მიზეზს, თუ რატომ აირჩიეს
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ
13:44 / 20.01.2022
ენმ-ის წარმომადგენელი განმარტავს მიზეზს, თუ რატომ აირჩიეს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.