ბლოგები
საინიციატივო ჯგუფის მუშაობის გადამწყვეტი ფაზა - მერთან შეხვედრა

ბლოგი მოამზადა: თეონა კუკავა და ლანა ლაგვილავა

ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი, დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ, საფუძვლიანად დამუშავბეული ორი მნიშვნელოვანი პრობლემით მზადაა მერთან შესახვედრად.

 

დადგა უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო ეტაპი, ჩვენი საქმიანობისა, ჯგუფის წევრები შევხვდით ქალაქ ზუგდიდის მერს და საკრებულოს თავჯდომარეს. სტუდენტებმა ერთობლივად შემუშავებული ინიციატივები წარვუდგინეთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენ ახალგაზრდებმა მერს შევთავაზეთ სტენდის განთავსების რამოდენიმე ადგილი, ქალაქის ცენტარალური ნაწილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე სტენდის რამოდენიმე ნიმუში. სტენდის განთავსების შემთხვევეში განცხადებები თუ სხვა სახის ინფორმაცია არა ხეებსა და ელექტრობოძებზე გაიკვრება, არამედ სტენდზე განთავსდება.

 

მერი  გულდასმით გაეცნო ჩვენს პროექტს. მოეწონა  იდეა და  აღნიშნა, რომ ისინი შესაბამის სამსახურებთან ერთად განიხილავენ ჩვენს ინიციატივას, სტენდის ნიმუშებს ისე, რომ შერჩეული ვარიანტი ქალაქის იერ-სახეს და ურბანულ განვითარებას შეესაბამებოდეს.

 

მერთან კიდევ ერთ-ერთი პრობლემური საკითხი განვიხილეთ ტრანსპორტის გრაფიკთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ეს თემა წლების მანძილზე აქტუალური და პრობლემატური იყო. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტირება მის კომპეტენციაში არ შედის, მან გამგეობას შესთავაზა თანამშრომლობა, ხუთ ავტობუსს მერია შეიძენდა და ხუთს გამგეობა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქალაქის სიცარიელე საღამოობით მარტო ტრანსპორტზე არ არის დამოკიდებული და ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ მერიას ან გამგეობას არ შეუძლია, ამისთვის საჭიროა შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა, გაიხსნას სხვადასხვა სახის ობიექტები, რაც თავისთავად გაზრდის ტრანსპორტის გვიანობამდე ფუნქციონირების მოთხოვნას. მერი დაგვპირდა, რომ მარშრუტზე ტენდერს გამოაცხადებს და აღნიშნულ საკითხსაც შეძლებისდაგვარად მოაგვარებს.

 

მერთან შეხვედრამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა, თუმცა დეტალების დაზუსტების მიზნით მომდევნო შეხვედრაც გაიმართება უახლოეს მომავალში.

 

ბლოგი მომზადებულია პროექტის „მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.