ჩვენ შესახებ
ლაივპრესის ჟურნალისტები და მოწვეული ჟურნალისტები მოვალე არიან, იხელმძღვანელონ შემდეგი პრინციპებით:

სიზუსტე

ლაივპრესის ჟურნალისტები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა ყველა პუბლიკაცია ემყარებოდეს დაზუსტებულ ფაქტებს. თუ რომელიმე ფაქტის მნიშვნელოვანი დეტალები ეჭვს ან უთანხმოებას იწვევს, ინფორმაცია უნდა ემყარებოდეს, სულ ცოტა, ორ დამოუკიდებელ წყაროს.

ლაივპრესის ჟურნალისტები გამოსაქვეყნებლად არ იყენებენ მასალას, რომელიც ეფუძნება მითქმა-მოთქმას ან დაუსაბუთებელ ინფორმაციას.

ფაქტობრივი შეცდომები [თუ მაინც დაშვებულ იქნა] უმოკლეს ხანში უნდა გამოსწორდეს.

მიუკერძოებლობა

ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ფაქტების კონტექსტში, რომელიც ხელს შეუწყობს მოვლენებსა თუ საკითხებში მკითხველის გარკვევას და ვითარებაში სიცხადის შეტანას ფაქტების დაუმახინჯებლად ან მიუკერძოებლად ასახვით.

ლაივპრესი დამოუკიდებელი უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის, მმართველი თუ ოპოზიციური ჯგუფისგან, კომერციული ან სხვა, კერძო ინტერესის მქონე ორგანიზაციისგან თუ რელიგიური უწყებისგან. არ უნდა ეწეოდეს კონკრეტული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ რელიგიური შეხედულებების მხარდაჭერასა და პროპაგანდას.

ანალიზი, კომენტარი და სარედაქციო წერილი

პუბლიკაციების ნებისმიერი ნიმუში უნდა შეიცავდეს ზოგადი ინფორმაციისა და განმარტების ელემენტებს, რომლებიც მკითხველს დაეხმარება, გაერკვეს მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობასა და შესაძლო შედეგებში. ფაქტების ამსახველ რეპორტაჟებს ჟურნალისტებმა არ უნდა დაურთონ პირადი მოსაზრებები თუ შეფასებები. კომენტარების გამოქვეყნება, როგორც წესი, არასასურველია. ლაივპრესი ამჯობინებს შეფასებების, და არა პირადი მოსაზრებების გამოთქმას.

მოდერაცია

პუბლიკაციებში მუდამ დაცული უნდა იყოს მშვიდი და ზომიერი კილო, ადგილი უნდა ეთმობოდეს ცივილიზებულ, გონივრულ მსჯელობას, რომელიც ასახავს ყველა ადამიანის უფლებათა პატივისცემას. პუბლიკაციები არ უნდა შეიცავდეს ცალკეული პირებისა თუ ჯგუფების მიმართ რელიგიური, ეთნიკური, სოციალ-ეკონომიკური ან კულტურული ნიშნით შეურაცმხყოფელ განცხადებებს და უნდა შეესაბამებოდეს კორექტულობისა და გემოვნების აღიარებულ სტანდარტებს.

პუბლიკაციები არ უნდა შეიცავდეს მასალას, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნეს ძალადობის გამჩაღებლად ან წამქეზებლად. სახალხო მღელვარებისა თუ სხვა სახის დაძაბული ვითარების ამსახველი პუბლიკაციები უნდა იყოს გაწონასწორებული და ფაქტებზე დამყარებული.

პროპაგანდის დაუშვებლობა

ლაივპრესი მხარს უჭერს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს, მიღებულსა და აღიარებულს დემოკრატიულ სახელმწიფოებში. მაგრამ ლაივპრესი არ უნდა უჭერდეს მხარს რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური კურსის გატარებას თუ კანონის მიღებას, მისი პუბლიკაციები არ უნდა გამოხატავდეს არჩევით ან დანიშვნით თანამდებობებზე წარდგენილ კანდიდატთა მხარდაჭერას ან მათ მიმართ წინააღმდეგობას.

ეთიკური ქცევა

ლაივპრესის თანამშრომლები თავიანთ საქმიანობაში უმაღლეს ეთიკურ სტანდარტებს უნდა იცავდნენ. დაუშვებელია, ლაივპრესის თანამშრომლებმა ბოროტად ისარგებლონ საჯარო პირის სტატუსით ან ლაივპრესის კარგი რეპუტაციით პირადი ინტერესების სასარგებლოდ.


თანამშრომლები

მთავარი რედაქტორი და მენეჯერი

გერონტი ყალიჩავა

რეპორტიორები

ნინო თოლორაია [ზუგდიდი]
თამარ ზანთარაია [ზუგდიდი]
ნანა ხუბუტია [ზუგდიდი]

თარჯიმანი [რუსული ენა]

თეა კაჭარავა

თანამშრომლები, რომლებიც სხვადასხვა დროს მუშაობდნენ ჩვენთან:

გვანცა ციმინტია - რეპორტიორი [ზუგდიდი]; იზა სალაყაია - რეპორტიორი [ფოთი]; პაატა ლაგვილავა - რეპორტიორი [ზუგდიდი]; ქეთევან გიგოლაშვილი - რეპორტიორი [ზუგდიდი]; ამრა ადლეიბა - რეპორტიორი [სოხუმი]; მაია ძაგანია - რეპორტიორი [ხობი]; ლაშა ზარგინავა - რეპორტიორი [ფოთი]; ქეთი სიჭინავა - რეპორტიორი [ფოთი]; მანანა ხუბულავა - რეპორტიორი [ზუგდიდი]; დიანა ფიფია - ფოტორეპორტიორი და ვებ-გვერდის მენეჯერი [ზუგდიდი]; ირაკლი აბსანძე - ბლოგერი [ფოთი]; თამარ ქობალია - ბლოგერი [ზუგდიდი]; ირაკლი ჭურღულია - სპორტის მიმომხილველი [ზუგდიდი].
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.