ახალი ამბები
ზუგდიდში 14 მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 6 თებერვლიდან დღემდე 14 მსხვილფეხა პირუტყვის მეპატრონე 50 ლარით დააჯარიმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის. ამის შესახებ „ლაივპრესს“ მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ზედამხედველობის სამსახური უპატრონოდ მყოფი პირუტყვის გადაყვანის გადაწყვეტილებას მიიღებს, ჯარიმა გაცილებით დიდია.

ზუგდიდის საკრებულოს მიერ 2 თებერვალს მიღებული მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის თანახმად: სამართალდარღვევის შემთხვევაში პირუტყვი გადაყვანილი იქნება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, მოვლა-პატრონობის ხარჯები კი განისაზღვრება შემდეგნაირად: გადაყვანა სპეციალურ ადგილზე – 100 ლარი, დღიური მოვლა-პატრონობა-50 ლარი.

როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვის მესაკუთრე 5 კალენდარული დღის ვადაში არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯებს, პირუტყვის რეალიზება მოხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი