ეკონომიკა
თხილზე ფასმა იკლო - მიმღები პუნქტების ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა [Photo]
FaceBook Twitter
E-mail Print
ბოლო ოთხი დღეა ზუგდიდში თხილის ფასმა მკვეთრად დაიკლო და 6-დან 4 ლარამდე შემცირდა. მიმღებ პუნქტებში ამბობენ, რომ პროდუქტზე ასეთი დაბალი ფასი ბოლო რამდენიმე წელია არ დაფიქსირებულა. მცირე მეწარმეების თქმით, შარშან ამ დროს თხილი 9-10 ლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 13 ლარი დაფიქსირდა. წელს იანვარში კი ყველაზე მაღალი ფასი 8 ლარს გაუტოლდა.

„არ მგონია მოიმატოს. არ ვიცით რა არის ამის მიზეზი. ზოგი ამბობს ევროპაში დაიკლო და იმიტომ არისო, ზოგი ამბობს სახელმწიფომ ჩაიგდო ხელში მონოპოლიაო. სამი დღეა საერთოდ თხილი არ მიგვიღია, ვმუშაობთ მაინც. ბევრმა საერთოდ შეწყვიტა მიღება“, - უთხრა „ლაივპრესს“ თხილის მიმღები პუნქტის თანამშრომელმა, მალხაზ ნარსიამ.

თხილის ფასი კიდევ უფრო დაბალია აფხაზეთში. როგორც „ლაივპრესს“ ქალაქ გალში მცხოვრებმა ლუიზა არონიამ უთხრა, ბოლო ერთი კვირაა პროდუქტზე ფასის კლება შეინიშნება. მისივე განმარტებით, თუ ზუგდიდის ბაზარში თხილი 4 ლარი ღირს, აფხაზეთში 50-70 თეთრით ნაკლებია.

მიუხედავად ფასის სხვაობისა აფხაზეთის მკვიდრნი შარშანდელისგან განსხვავებით პროდუქტის ზუგდიდში გადმოტანას წელს ვერ ახერხებენ. მიზეზი ე.წ. გამშვებ-პუნქტებზე დაწესებული ბაჟია. დღეის მონაცემებით 1 კგ. თხილის სამეგრელოში გადმოტანა 1.20 ლარი ღირს. როგორც ზუგდიდში თხილის მიმღებ პუნქტებში აცხადებენ, წელს აფხაზეთიდან თხილი პრაქტიკულად არ მიუღიათ.

„თხილის ფასს განსაზღვრავს მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურა, ფასის განსაზღვრაში მთავრობის ჩარევა არის მინიმალური, ნულს უტოლდება ფაქტიურად. თხილის ბაზარზე მსოფლიოში თურქეთი არის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე. დიდწილად თურქეთზე, მის წარმოებაზე და მის მასშტაბებზე არის დამოკიდებული თუ რა ფასი ექნება თხილს საერთაშორისო ბაზარზე. ფასი დამოკიდებულია თხილის მოსავლიოანობაზეც. არის წელი როცა მოსავლიანობა არის მაღალი, არის წელი, როცა მოსავლიანობა დაბალია, შესაბამისად მიწოდება დაბალია, ასეთ შემთხვევაში ფასი მატულობს, როცა მიწოდება ჭარბია, ასეთ შემთხვევაში ფასი იკლებს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გადაცემა „ბიზნეს კურიერში“ საუბრისას.

მისი მტკიცებით, სამინისტროს უკვე მზად აქვს „თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ პროექტი, რომელმაც თხილის ბიზნესთან დაკავშირებული საკითხები უნდა დაარეგულიროს. სამინისტროს ცნობით, რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს ჩვეულებრივი თხილის და მათი კულტივირებული ჰიბრიდების ნაყოფის მიმართ, აწესრიგებს ურთიერთობებს ბიზნესოპერატორს, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსა და მომხმარებლებს შორის. დოკუმენტი მიზნად ისახავს თხილის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. ის ადგენს თხილის ბაზარზე განთავსების პირობებს; ჰიგიენის მოთხოვნებს ბიზნესოპერატორის მიმართ; გაუტეხავი თხილის, თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის შესაბამისობის კონტროლის პროცედურებს.

ნოდარ კერესელიძის თქმით, რეგლამენტი მიღებული იქნება „არაუგვიანეს ამ თვისა, რომელიც, დაუყოვნებლივ აღსრულდება“.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსის პანდემიამ, რომელიც ერთ წელს ითვლის, მსოფლიო შეცვალა
15:44 / 26.12.2020
კორონავირუსის პანდემიამ, რომელიც ერთ წელს ითვლის, მსოფლიო შეცვალა
ვის და როგორ დაეხმარება მთავრობა ახალი კორონავირუსის
11:31 / 14.05.2020
ვის და როგორ დაეხმარება მთავრობა ახალი კორონავირუსის
მუსიკალური ფესტივალისთვის ასეთ დროს ჯავშანები მქონდა. ახლა ერთიც არ
არის და
18:29 / 11.05.2020
მუსიკალური ფესტივალისთვის ასეთ დროს ჯავშანები მქონდა. ახლა ერთიც არ არის და
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს ხელისუფლების
მკაცრმა
19:05 / 08.05.2020
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს ხელისუფლების მკაცრმა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.