ეკონომიკა
ვინ გადაიხდის აფხაზეთისთვის შეძენილი ელექტროენერგიის საფასურს
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის მოსახლეობის ელექტროენერგიით სრულად უზრუნველყოფის მიზნით, თბილისი ელექტროენერგიას დამატებით რუსეთის ფედერაციისგან შეისყიდის.

„ჩვენი ქვეყნის ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებს განვიხილავთ როგორც ერთიანი სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილს და შესაბამისად მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ერთნაირად იზრუნოს თითოეულ მოქალაქეზე. ეს არის ჩვენი კეთილი ნება და მყარი პოზიცია“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თებერვალში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, სადაც არ განუმარტავს, ვინ გადაიხდის დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს.

„ლაივპრესს“ სამინისტროში განუცხადეს, რომ ეს „პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და დამატებითი განმარტებები ამ საკითხზე არ გაკეთდება“.

ანალიტიკოსი ენერგეტიკის და ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე მიიჩნევს, რომ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის შეძენა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილებაა.

„თუ ჩვენ ვაღიარებთ, აფხაზეთს ჩვენი სახელმწიფოს შემადგენლობაში, ჩვენს ტერიტორიად, რომელიც ჩაბნელებულია, მაშინ საქართველოს ხელისუფლება სწორ გადაწყვეტილებას იღებს. ვიმეორებ, ეს პოლიტიკურად გამართლებული გადაწყვეტილებაა საკუთარი მოსახლეობის მიმართ“, - უთხრა „ლაივპრესს“ ლიანა ჯერვალიძემ და დასძინა, რომ გადაწყვეტილება სწორია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ერთჯერადი იქნება.

„როგორც მე ვხვდები ეს ერთჯერადად მიღებული გადაწყვეტილებაა და საქართველოს მათავრობას ეგულება ფონდი, რომლის საშუალებითაც შეიძლება ამ საკითხის გადაწყვეტა დანარჩენი საქართველოსთვის ტარიფის გაზრდის გარეშე“.

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, რევაზ არველაძე ამბობს, რომ თბილისის მხრიდან აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის შეძენა მიუღებელია, იმ მიზეზით, რომ აფხაზეთი გახარჯულ ელექტროენერგიაში ფულს არ გადაიხდის.

„მესმის, რომ ეს არის ჩვენი მოძმე ერი და თუ ვაღიარებთ და ასეც არის, რომ აფხაზეთის მოქალაქეები ჩვენი მოქალაქეებიც არიან, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ მე და თქვენ არ ვართ საქართველო? ჩვენ ვინმემ მოგვცა ელექტროენერგია უფასოდ“, - განუცხადა „ლაივპრესს“ არველაძემ.

აფხაზეთში გამომავალი გაზეთის „ნუჟნაია გაზეტას“ ჟურნალისტმა დე ფაქტო პრეზიდენტს ჰკითხა - გადაიხდის თუ არა საქართველო აფხაზეთისთვის შეძენილი ელექტროენერგიის საფასურს, რაულ ხაჯიმბამ განაცხადა: „ჩვენი ენერგეტიკის მდგომარეობა სწრაფ გადაწყვეტილებებს საჭიროებს. საჭიროა ახალი გენერატორების ჩაშვება, ელექტროქსელების შეცვლა და ამ საკითხში არის მხარდაჭერა აფხაზეთის მიმართ. ეს არის მთავარი, სხვა მოარულ ხმებს კი ნაკლებად უნდა დავუჯეროთ“.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების შეფასებისას ქართველი ექსპერტები თანხმდებიან, რომ მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებები უნდა იყოს საჯარო და საქართველოს ერთი ნაწილის ელექტროენერგიით მომარაგება, ფინანსურ ტვირთად არ დააწვეს დანარჩენი საქართველოს მოსახლეობას.

აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი იანვარში წარმოიშვა. კომპანია „ჩერნომორენერგომ“, რომელიც ელექტროენერგიას „ენგურჰესიდან“ ღებულობს, აფხაზეთის მოსახლეობას გრაფიკი დაუწესა, მიზეზად „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დონის კლება დაასახელა. თებერვალში „ენგურჰესის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ „ლაივპრესს განუცხადა, რომ აფხაზეთში არსებული ენერგოკრიზისი გვალვებით გამოწვეული წყლის დონის სიმცირემ და ასევე ელექტროენერგიის მომხმარებელთა რაოდენობის მკვეთრმა გაზრდამ გამოიწვია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, საკმარისი მაინც არ არის. მებონია კრიზისიდან გამოსავალს ენგურსგაღმა მცხოვრები მოსახლეობის გამრიცხველიანებაში ხედავს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსის პანდემიამ, რომელიც ერთ წელს ითვლის, მსოფლიო შეცვალა
15:44 / 26.12.2020
კორონავირუსის პანდემიამ, რომელიც ერთ წელს ითვლის, მსოფლიო შეცვალა
ვის და როგორ დაეხმარება მთავრობა ახალი კორონავირუსის
11:31 / 14.05.2020
ვის და როგორ დაეხმარება მთავრობა ახალი კორონავირუსის
მუსიკალური ფესტივალისთვის ასეთ დროს ჯავშანები მქონდა. ახლა ერთიც არ
არის და
18:29 / 11.05.2020
მუსიკალური ფესტივალისთვის ასეთ დროს ჯავშანები მქონდა. ახლა ერთიც არ არის და
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს ხელისუფლების
მკაცრმა
19:05 / 08.05.2020
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს ხელისუფლების მკაცრმა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.