ეკონომიკა
ევროპის ბაზარი და ადგილობრივი ბიზნესმენები
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია. ის მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს, რომელსაც 28 ქვეყანა და 500 მილიონზე მეტი მომხმარებელი აერთიანებს. ქართული წარმოშობის ყველა პროდუქტი გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ნულოვანი საბაჟო ტარიფით შევა ევროპის ბაზარზე.

ბოლო რამდენიმე წელია ევროპის ბაზარზე ქართული თხილი წარმატებით იყიდება. სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ინფორმაციით, საექსპორტო სიას დაფნა და რამდენიმე სახეობის ბოსტნეული და ხილი შეემატა.

ზუგდიდში მოქმედი თხილის საწარმო „ნათინვესტი“ 5 წელია ევროპის და აზიის ქვეყნებს თხილით ამარაგებს. მისი დირექტორი დავით სვანიძე საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ პროდუქტის ექსპორტისას მთავარ სირთულეს მყიდველის მოძიება წარმოადგენს, რომლის შენარჩუნება უკვე მეწარმის კეთილსინდისიერ მუშაობაზეა დამოკიდებული.

ბიზნესმენის თქმით, წელს თხილის მოსავალი შედარებით დაბალი ხარისხის იყო, მაგრამ პროდუქტი სტანდარტების დაცვით დამუშავდა და რამდენიმე პარტია უკვე გაიგზავნა სამეგრელოდან ევროპის ქვეყნებში.

ევროპის მიმართულებით თხილის ექსპორტს ეწევა კომპანია „აგრო-ექსპორტ ჯორჯიაც“. მისმა დირექტორმა ჯენერ ბელქანიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ არ ახსენდება ფაქტი პარტიორთან პროდუქტის ხარისხზე პრობლემა ჰქონოდა, რაც მისივე სიტყვებით, ბიზნესის წარმატების მთავარი მიზეზი გახდა.

ევროპის ბაზარზე ორ წელიწადში გაიტანს საკუთარ პროდუქტს კომპანია „სტიმორ ასოშეითი“, რომელსაც სასათბურე მეურნეობა ხუთ ჰექტარზე მეტი მიწის ფართობზე აქვს გაშენებული ზუგდიდის სოფელ ცაიშში. კიტრი და პამიდორი ამჟამად საქართველოს ბაზარზე იყიდება. პროდუქტი ნატურალურია და ფასი მომხმარებლისთვის მისაღები.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლიკა ქორქია აცხადებს, რომ ბოსტნეულის მეტი რაოდენობით მოსაყვანად იგეგმება დამატებითი მიწების დამუშავება და პროდუქტის რაოდენობის გაზრდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ანგული მიქავამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ბოლო პერიოდში მეწარმეების მხრიდან მომართვიანობა და დაინტერესება გაიზრდა:

„თხილთან ერთად სამეგრელოდან ევროპის ბაზარზე გადის კივი, კენკროვანი ხილი, დაფნა და თაფლი. ბოლო პერიოდში აქტიურად დაიწყო მუშაობა თაფლის ხარისხზე. უკვე არსებობს სპეციალური ლაბორატორია, სადაც მისი ხარისხის შემოწმება შესაძლებელია.“

ზუგდიდელი მეწარმეების აზრით, ხელისუფლებამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქტიურად უნდა იმუშაონ ადგილობრივი ბიზნეს-სექტორისთვის ევროპული ბაზრის სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე, რათა ყველა სიახლეს თუ მოთხოვნას მომზადებული შეხვდნენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართული თხილი ევროპის
ბაზარზე ვერ გააქვთ.
20:21 / 17.07.2017
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართული თხილი ევროპის ბაზარზე ვერ გააქვთ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში შარშანდელის მსგავსად წელსაც
თხილის
18:57 / 14.06.2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში შარშანდელის მსგავსად წელსაც თხილის
როცა სახლისთვის, საზოგადოებისთვის სასარგებლო
18:29 / 17.10.2016
როცა სახლისთვის, საზოგადოებისთვის სასარგებლო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით წელს თხილის მოსავლის ნაწილი
უვარგისია.
16:16 / 16.08.2016
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით წელს თხილის მოსავლის ნაწილი უვარგისია.
რედაქტორის რჩევით
ქალაქ ზუგდიდის მე-13 საბავშვო ბაღში ძიძამ ერთ-ერთ
პატარა ბიჭი საქანელაზე ქანაობს და ღიღინებს.
არჩევნებიდან დღემდე, ექვსი თვის განმავლობაში, პარლამენტში საკანონმდებლო
ქალაქ გალის მილიციაში დაძაბულ ფონზე მიმდნარეობს ბინადრობის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.