ეკონომიკა
ზუგდიდში თხილის მოსავლის ნაწილი უვარგისია [Photo]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით წელს თხილის მოსავლის ნაწილი უვარგისია. მიზეზად ბაღებში გავრცელებული სხვადასხვა სახეობის მავნებლები სახელდება. როგორც ზუგდიდის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურში აცხადებენ, ნაყოფის გაფუჭება გამოიძვია ისეთმა მავნებლებმა, როგორიცაა თხილის შავი ხარაბუზა, თხილის მატლი - ცხვირგრძელა, თხილის ტკიპა, მწვანე ბაღლინჯო და ამბროზიას ხოჭო.

მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების მონაცემებით, ზუგდიდისგან განსხვავებით პრობლემა მხოლოდ ნაწილობრივ შეეხო აბაშას, სენაკს და ხობს. რაც შეეხება წალენჯიხას, ჩხოროწყუსა და მარტვილს, აქ თხილის მოსავლის მაღალი ხარისხი ფიქსირდება, თუმცა არის მცირე მოსავლიანობა.

„როგორც კი თხილი აყვავდა, მას გაუჩნდა რაღაც თეთრი ლაქა. თქვეს, რომ თხილის ავადმყოფობა არისო. მეც ჩემს თხილს შევამჩნიე. იცით, როგორია, აი თოვლივით ადევს, თეთრი ლაქაა. არ შემიწამლია, უცბათ გაჩნდა და ვერ მოვახერხე“, - უთხრა „ლაივპრესს“ სოფელ აბასთუმანში მცხოვრებმა მაია ბუკიამ.

ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობენ გლეხები სხვა სოფლებშიც. კახათელი ნელი აბრალავას განმარტებით, ვიზუალური დათვალიერებით თხილს დაავადება არ ეტყობა, თუმცა მიმღებ პუნქტებში შემოწმება დაიწყეს და პროდუქტს დაბალი ხარისხის გამო ნაწილი არ იბარებს:

„გარედან კარგია, მაგრამ შიგნით არ ვარგა, გული დამპალია. გუშინ მაგალითად თხილი არ ჩაიბარეს, დაიწუნეს“.

თხილის ცუდ მოსავალზე საუბრობენ ქალაქის მიმღებ პუნქტებშიც, სადაც დღევანდელი მონაცემებით, 1 კილოგრამის ფასი 3.50-დან 4 ლარამდე მერყეობს. ფასი თითქმის ყოვედღიურად იცვლება. მაგალითად, ორი დღის წინ ის 5 ლარს აღემატებოდა.

ზუგდიდის ცენტრში მდებარე თხილის მიმღები პუნქტის თანამშრომელი ნაზი ჯანაშია აცხადებს, რომ თავიდან იყო მოლოდინი, თითქოს თხილის მოასავლის სიმცირის გამო მასზე ფასი გაიზრდებოდა. ის მიიჩნევს, რომ ზუგდიდის თხილზე დაბალი ხარისხის მიზეზით ეს მოლოდინი არ გამართლდება. მანვე განმარტა, რომ ზუგდიდისგან განსხვავებით თხილი კარგი ხარისხისაა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში, სადაც ფასიც შესაბამისად 6-ლარამდე აღწევს.

„ახლაც მოაქვთ, აბარებენ, მაგრამ ძალიან ცოტას. შარშან ამ დროს ჩვენ დაახლოებით 1 ტონა -1 ტონა ნახევარზე მეტს ვიბარებდით. ჩვენთან თხილი სულ უვარგისია, დამპალია. აქეთ წალენჯიხასა და ჯვარში, მაღალ ზონაში თხილის ფასი მაგალითად მაღალია“, - ამბობს ნაზი ჯანაშია.
ზუგდიდის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურში აცხადებენ, რომ წელს თხილის ბაღებში სხვადასხვა სახის მავნებლები გავრცელდა, რადგან არ მოხდა მათი შეწამვლა. სამსახურის უფროსმა ლერი დოჩიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ გლეხებს წელს პრევენციული ღონისძიებებისთვის არ მიუმართავთ, გამგეობას კი არ ჰქონდა თანხები შეეწამლა. ადგილობრივი ხარჯებით მოხერხდა მხოლოდ შესაწამლი მაღალწნევიანი აპარატების შეძენა, რომლითაც სარგებლობა შეეძლოთ როგორც ფერმერს, ისე კერძო პირს. მისივე თქმით, გავრცელებული დაავადებების, შეძენილი აპარატურისა და საჭირო პრეპარატების ინსტრუქციის შესახებ ინფორმირებული იყვნენ გამგებლის წარმომადგენლები, რომელთათვისაც მიმართავა შეეძლო ნებისმიერ გლეხს. ლერი დოჩიას განცხადებით, მომავალი წლისთვის დაგეგმილია გარკვეული ღონისძიებების გატარება:

„მუნიციპალიტეტის მიერ იგეგმება სხვა ღონისძიებები და მუნიციპალიტეტის დახმარებით მოხდება ამ პრობლემის აღმოფხვრა, როგორც წინა წლებში მოხდა ე.წ. ამერიკულ თეთრ პეპელაზე. ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ სურსათის უვნებლობას და საკარანტინო მდგომარეობა არ არის ამ ტაპზე. თვითონ, სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ არ არის საკარანტინო მდგომარეობა გამოცხადებული ამ მავნებლებზე და ამიტომ თვითონ ფერმერებმა უნდა უზრუნველყონ თავიანთ ნაკვეთებში ამ სამუშაოების შესრულება. რა თქმა უნდა ჩვენი დახმარებით. ჩვენი დახმარება კი არის შესაწამლი აპარატები“.
გამგეობაში აცხადებენ, რომ დაავადებებისა და მავნებლების გავრცელების შემთხვევაში გლეხმა ადრე გაზაფხულზე ბაღები უნდა შეწამლოს სპეციალური პრეპარატით - ბი 58-ით, მოჭრას დაზიანებული ტოტი და გაანადგუროს. მხოლოდ სათანადო ზომების მიღების შემთხვევაშია შესაძლებელი ნაყოფის გაფუჭების თავიდან აცილება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართული თხილი ევროპის
ბაზარზე ვერ გააქვთ.
20:21 / 17.07.2017
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართული თხილი ევროპის ბაზარზე ვერ გააქვთ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში შარშანდელის მსგავსად წელსაც
თხილის
18:57 / 14.06.2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში შარშანდელის მსგავსად წელსაც თხილის
როცა სახლისთვის, საზოგადოებისთვის სასარგებლო
18:29 / 17.10.2016
როცა სახლისთვის, საზოგადოებისთვის სასარგებლო
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე,
ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია. ის მოიცავს
15:05 / 03.03.2016
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია. ის მოიცავს
რედაქტორის რჩევით
ქალაქ ზუგდიდის მე-13 საბავშვო ბაღში ძიძამ ერთ-ერთ
პატარა ბიჭი საქანელაზე ქანაობს და ღიღინებს.
არჩევნებიდან დღემდე, ექვსი თვის განმავლობაში, პარლამენტში საკანონმდებლო
ქალაქ გალის მილიციაში დაძაბულ ფონზე მიმდნარეობს ბინადრობის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.