ეკონომიკა
როგორ მოახერხეს კოკში მცხოვრებმა ქალებმა ფინანსური დამოუკიდებლობა [Video]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
როცა სახლისთვის, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთება შეგვიძლია, რატომ არ უნდა ვაკეთოთ?! - ამბობენ აფხაზეთთან მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ კოკში მცხოვრები ქალები - ირმა ხუბუა და ლამზირა მალიჩავა. ისინი ერთ-ერთი პირველები არიან, ვინც კიდევ ორი ქალის და ერთი მამაკაცის გაერთიანებით კოოპერატივი შექმნეს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ ზაფხულში კოოპერატივს 5 მეწველი ძროხა შეუძინა. ირმა ამბობს, რომ ძროხებს ქალები წველიან, ხოლო პირუტყვის მოვლა-პატრონობა ქმრებმა იკისრეს. კოოპერატივს ყოველდღიურად 20 ლიტრამდე რძე აქვს. მიღებულ პროდუქტს კი, ყველის სახით, იშვიათად მაწონს, სოფლის მაღაზიაში ყიდიან.

ლამზირა მალიჩავა, რომელიც კოოპერატივში ფინანსური მენეჯერის პოზიციასაც ითავსებს, ამბობს, რომ ხშირად ესწრებიან სხვადასხვა შინაარსის ტრენინგებს, სადაც კოოპერატივის მართვას სწავლობენ, რაც თავიდან მისივე სიტყვებით, სოფლად მცხოვრებ ქალებს წარმოუდგენლად მიაჩნდათ.

კოოპერატივის დირექტორი ირმა ხუბუა იხსენებს, თუ როგორი წარმოუდგენელი იყო მათთვის სახლიდან გასვლა.

„მახსოვს პირველად, დაახლოებით ხუთი წლის წინ ზაფხულში თხილს ვაგროვებდით, მოვიდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ტასოს“ წარმომადგენელი და გვთხოვა რომ შეხვედრაზე წავსულიყავით. ძალიან გაბრაზდა ჩემი მეუღლე, რას შეუჩნდა ახლა ამ ქალებს, ვინ არის, რა უნდაო - ამბობდა. ჩვენც არ ვაპირებდით წასვლას, მაგრამ იმდენ ხანს გველაპარაკა ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომ შეგვრცხვა და წავედით. ეს იყო ჩვენი პირველი აქტივობა, მას შემდეგ არ გავჩერებულვართ. სულ ვესწრებით სხვადასხვა არასამთავრობოს მიერ ორგანიზაებულ შეხვედრებს, ტრენინგებს. ჩვენი მეუღლეებიც რომ ხედავენ, სასარგებლო ინფორმაცია მოგვაქვს, უკვე ხელს გვიწყობენ“, - უთხრა „ლაივპრესს“ ირმამ.

ლამზირა და ირმა ფერმის გაფართოვებას გეგმავენ. ნაწარმის გაყიდვას კი როგორც საქართველოს ბაზარში, ისე საზღვარგარეთაც.

„ერთი წლის შემდეგ გვეყოლება ნამატი, ფურ საქონელს რეალიზაციაში არ გავუშვებთ, ხარს გავყიდით და დამატებითი შემოსავალი გვექნება. ასე ნელ-ნელა გავფართოვდებით. თუ მოვაგროვეთ 150 მეწველი ძროხა, მაშინ კოოპერატივების განვითარების სააგენტო უსასყიდლოდ გვაძლევს ფერმისთვის საჭირო 90 ათასი დოლარის ღირებულების აპარატურას. ამის თაობაზე, ჩვენ მოლაპარაკებები უკვე გვაქვს სხვა კოოპერატივებთან და შესაძლოა გავერთიანდეთ. ვნახოთ, მიგვაჩნია, რომ ამის გაკეთება რეალურია და შესაძლებელია, რომ ჩვენი პროდუქცია საზღვარგარეთაც გავიტანოთ“, - ამბობს ლამზირა მალიჩავა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართული თხილი ევროპის
ბაზარზე ვერ გააქვთ.
20:21 / 17.07.2017
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართული თხილი ევროპის ბაზარზე ვერ გააქვთ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში შარშანდელის მსგავსად წელსაც
თხილის
18:57 / 14.06.2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში შარშანდელის მსგავსად წელსაც თხილის
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით წელს თხილის მოსავლის ნაწილი
უვარგისია.
16:16 / 16.08.2016
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით წელს თხილის მოსავლის ნაწილი უვარგისია.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე,
ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია. ის მოიცავს
15:05 / 03.03.2016
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია. ის მოიცავს
რედაქტორის რჩევით
ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ
„ფრთხილად საჭესთან ქალია“, „საჭე ქალის საქმე არ არის“, - ასეთი შეფასებები
ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ ქალთა სოლიდარობის მარშს ზუგდიდშიც
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.