ეკონომიკა
ზუგდიდის სოფლებში მავნებელმა თხილის ნაწილი უკვე გაანადგურა [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში შარშანდელის მსგავსად წელსაც თხილის უხარისხო მოსავალს ელოდებიან. როგორც გლეხები აცხადებენ, მიზეზი გავრცელებული რამდენიმე სახეობის მავნებელი და დაავადებაა. მათ შორის არის ახალი, ინვაზიური მავნებელი - აზიური ფაროსანაც, რომელიც თხილის კულურასთან ერთად სხვა ნარგავებსაც ანადგურებს.

სოფლის მცხოვრებლები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. ამბობენ, რომ თხილი მეგრელი გლეხებისთვის ძირითადი შემოსავლის წყაროა, მნიშვნელოვანი ღონისძიებების გაუტარებლობის შემთხვევაში კი ზარალი ყოველწლიურად გაიზრდება, საბოლოოდ კი მარცვლოვან კულტურას საფრთხე დაემუქრება.

ახალკახათელი 67 წლის ანზორ ოყუჯავა საშუალოდ 2 ტონამდე თხილის მოსავალს იღებდა. გასულ წელს ის მნიშვნელოვნად შემცირდა და მხოლოდ ერთ ტონასა და 200 კილოგრამს შეადგენდა, თანაც ხარისხი დაბალი იყო. ოჯახმა მნიშვნელოვნად იზარალა. მიუხედავად იმისა, რომ 1 კილოგრამი თხილის ფასი გასულ წელს 7-9 ლარამდე მერყეობდა, მათ დაბალი ხარისხის მიზეზით მარცვლის რეალიზება მხოლოდ 2-დან 3-ლარამდე შეძლეს. ანზორ ოყუჯავა საკუთარ თხილნარში დაიფიქსირებულ რამდენიმე მავნებელზე საუბრობს:

„თითქმის 30% ახლაც გაფუჭებულია და თუ არ შეიწამლა უფრო გაფუჭდება. ხაფანგიც დაკიდეს და იქ არის ხოჭოები მაგრამ მარტო ის ხოჭო არ არის, სხვაც არის. სულ შეჭმულია ფოთლები. რაღაც თეთრი ნალექები აქვს“, - უთხრა „ლაივპრესს“ ანზორ ოყუჯავამ.

ანალოგიური ვითარებაა მისი მეზობლის, მეთოდ ბიძინაშვილის თხილნარში. ამბობს, რომ სოფელში ახლა ყველას ერთი გასაჭირი აქვს - როგორ გადაარჩინონ თხილის კულტურა.

გლეხებს აქვთ ინფორმაცია, რომ გამგეობა მავნებლების საწინააღმდეგო შეწამვლით სამუშაოებს იწყებს, თუმცა მიიჩნევენ, რომ პრობლემაზე რეაგირება დაგვიანებულია, რადგან მარცვლების ნაწილი უკვე გაფუჭდა.

„დაგვიანებულია რა თქმა უნდა. ფოთოლი როცა ამოვა მაშინ, რომ შეწამლულიყო ალბათ ეშველებოდა. კარგი, ვთქვათ ჩვენ შევწამლეთ ეს, მაგრამ მეზობელთან და იქეთ ტყეში რა ამბავია იცით?! ევკალიპტის ხეც სავსე იყო მატლით. გაღვივების დრო როცა არის, აი აპრილში და მარტის შუა რიცხვებში ისევ წამოვა თხილნარში. სადაც საჭმელია იქ მოდის“, - ამბობს მეთოდ ბიძინაშვილი. ის იხსენებს წლების წინ არსებულ ვითარებას, როცა ერთჯერადად სასუქის გამოყენების პირობებში ტონა ნახევარი მოსავალი ჰქონდა, დღეს კი 400-500 კილოგრამს არ სცილდება.

გაცილებით მცირე რაოდენობის მოსავალს ელოდება წელს სოფელ დარჩელში, ტელმანის უბანში მცხოვრები ფარულავების ოჯახიც. აქაც თხილის მავნებლები აქტიურად გასული წლიდან გამოჩდნენ, რაც ოჯახის შემოსავალზეც აისახა. ტელმანში, ისევე როგორც მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში ახლა სპეციალისტების მოლოდინში არიან, რომლებიც თხილის კულტურას ხსნარით დაამუშავებენ. გლეხები იმედოვნებენ, რომ ეს ღონისძიება იმ მარცვლებს მაინც გადაარჩენს, რომლისთვისაც ზიანი ჯერ მავნებელს არ მიუყენებია.

ზუგდიდის გამგეობაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, აზიური ფაროსანას შესაწამლი აღჭურვილობა და პრეპარატები უკვე დარიგდა. შეწამვლა კი ხვალიდან დაიწყება. მათი ინფორმაციით, სოფლის მცხოვრებლებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფებს, რომლებიც შეწამვლის სამუშაოებს განახორციელებენ, ტექნიკის და პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით სპეციალური ინსტუქტაჟიც ჩაუტარდათ.

უფრო დეტალურად მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაციას, ასევე სოფლებში დაგეგმილ შეწამვლის განრიგს „ლაივპრესს“ გამგეობიდან მოგვიანებით მიაწვდიან.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოს მთავრობის განკარგულებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის 14 213 ჰექტარი თხილის ფართობის დამუშავებაში ჩართული მუშების შრომის ანაზღაურებისთვის 1 421 300 ლარი და 7-ტონამდე საწვავი გამოიყო. ხოლო იმ მოქალაქეებს, რომელთაც საკუთრებაში გააჩნიათ 1,5 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი, პრეპარატი უსასყიდლოდ გადაეცათ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართული თხილი ევროპის
ბაზარზე ვერ
20:21 / 17.07.2017
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართული თხილი ევროპის ბაზარზე ვერ
როცა სახლისთვის, საზოგადოებისთვის სასარგებლო
18:29 / 17.10.2016
როცა სახლისთვის, საზოგადოებისთვის სასარგებლო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით წელს თხილის მოსავლის ნაწილი
უვარგისია.
16:16 / 16.08.2016
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით წელს თხილის მოსავლის ნაწილი უვარგისია.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე,
ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია. ის მოიცავს
15:05 / 03.03.2016
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია. ის მოიცავს
რედაქტორის რჩევით
შარშან, ივნისის თვეში „საჰაერო ტაქსმა“ ზუგდიდის სოფელ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.